ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება

ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ესტაკადა ავტომანქანებისთვის პირველ ან 2 ივლისს გაიხსნება, ივლისის შუა რიცხვებიდან კი მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. „მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიას კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავს. წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა და …

2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

ბათუმში, პორტთან მშენებარე ესტაკადაზე, 2018 წლის ივლისიდან, ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, გაიხსნება ბაქოს ქუჩა ქალაქიდან გამსვლელი ავტომობილებისთვის, რომლებიც დღეს, დროებითი სქემით, ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ესტაკადაზე იქნება ველობილიკებიც. „ამჯერად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. 1-ელ ან 2 ივლისს, ვგეგმავთ ესტაკადის გახსნას და ავტოტრანსპორტი, უკვე ხიდზე, ორმხრივად იმოძრავებს“ – გვითხრეს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსში“, რომელიც ესტაკადას აშენებს. პროექტის …

ბარცხანის ხიდთან რამდენიმე საათით გზა ხვალ დილითაც გადაიკეტება

ბათუმში შემომსვლელი ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდთან მაგისტრალი დღეს, 12 მაისს, დილით, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარცხანის ხიდი [ნონეშვილის ქუჩა]-გოგოლის ქუჩა, აქედან კი მაიაკოვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმართულებით გადაერთო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გადაკეტვა ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდებოდა. ესტაკადის მშენებელი კომპანიის მენეჯერის, ნიკა გაბადაძის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა იგეგმება ასევე ხვალ, 13 მაისს, დაახლოებით დილის …

პორტთან გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა ივლისში გაიხსნას – ტრანსპორტი ესტაკადაზე იმოძრავებს

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პარალელურად, გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც სექტემბერში დასრულდება. „ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ უკვე ივლისის დასაწყისში ესტაკადით იმოძრაოს როგორც ბათუმში შემომსვლელმა, ასევე ქალაქის ცენტრიდან გამსვლელმა ავტოტრანსპორტმა. ერთადერთ ხელშემშლელ პირობად, შესაძლოა უამინდობა განვიხილოთ, სხვა შემთხვევაში ესტაკადაზე აღნიშნული დროისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება. მთლიანი …

კომპანია: ვფიქრობთ, ბათუმის ესტაკადა ივლისში აშენებული იქნება

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობა მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებელი კომპანია ძირითადი სამუშაოების დამთავრებას ივლისში ვარაუდობს. „მაგ დროისთვის, ვფიქრობთ, ესტაკადა უკვე მოწყობილი გვექნება. დარჩენილი იქნება გარკვეული სამუშაოები. ამასთან, ივლისში, შესაძლოა ავტომობილების მოძრაობა, თუ ორმხრივი არა, ესტაკადაზეც იყოს ცალმხრივი. თავად ესტაკადაც ორმხრივია, ორი ხიდია, ასე ვთქვათ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლევან ტრაპაიძემ, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა. …

მოძრაობის ახალი სქემა: მერია ტრაილერებისთვის მიმართულების მაჩვენებელს დაამონტაჟებს

გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაში, მერიის საგზაო მოძრაობისა და რეგულირების სამსახური მიმართულების წინასწარ მაჩვენებელს დაამონტაჟებს. იმის გამო, რომ ამ კვეთაში არ დგას შესაბამისი მაჩვენებელი, თბილისისკენ მიმავალი სატვირთო ავტომანქანები შეცდომით გოროდოკის დასახლებისკენ მიდიან. ასე საერთაშორისო გადაზიდვების ტრაილერები ხვდებიან ჩიხში და შემდეგ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ აქედან გასასვლელად. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში გარე განათებაც გამორთულია, შესაბამისად, ბნელა. ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა …

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა. კერძოდ, გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 17 თებერვლიდან აკრძალულია. ამ ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:  1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; ან: 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი. ავტომანქანები ამ მარშრუტებით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, …

ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ 53 035კვ/მ მიწა აჭარას გადასცა

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 53 035 კვ/მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა. ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, სხდომაზე ერთხმად მიიღო. გადაცემული ნაკვეთები ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის, თევზის ბაზრისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. …

38 ათასი ლარი ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია. „საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის… ექსპერტი, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულებისას, ახდენს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას… საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი,“ …

პორტთან ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობას სამინისტროს 137 000 ლარად სთავაზობენ

ბათუმის პორტთან დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ 137 ათას ლარად გაუწევს ზედამხედველობას იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად გამოავლენს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადას მოაწყობაზე გამოცხადებულ …

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. სამინისტროს ესტაკადის მშენებლობას ორი კომპანია სთავაზობდა: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს. „კავკასუს როუდ პროჯექტს“, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და …

ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს. სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. …

ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

ბათუმის შემოსასვლელში, პორტის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის [ესტაკადის] მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ტენდერი, შეზღუდულ ვადაში ჩატარდება – წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 17 ოქტომბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს

სამხარაულის ბიურო მის მიერ დაწუნებულ ბათუმის ესტაკადის პროექტს თავად დააკორექტირებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით ამ თანხაში შედის პროეტის ექსპერტიზის დაფინანსებაც. საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ ბიურომ …

ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა: „…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი …

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …

Exit mobile version