ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა,  საქართველოს რამდენი მოქალაქე მიმართავს ყოველწლიურად საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით. ასოციაციის – „ქართველები საფრანგეთში“ ფეისბუქჯგუფში, საშუალოდ დღეში ერთი ადამიანი მაინც სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ჩაბარდეს საფრანგეთში ლტოლვილად და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას თავშესაფარში მოსახვედრად. მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება, ბევრია. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა …

რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს. 2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და …

მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში

საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. …

ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია – საქართველო შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებაზე მუშაობს

საქართველო აპირებს ევროპის ქვეყნებთან შრომითი მიგრაციის სქემები დანერგოს. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ლეგალურად დასაქმდნენ. “მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ლეგალურად დასაქმების სქემების დასანერგად. მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფასილიტაციას უკეთებს ამ პროცესის, საკონსულოები და ჩვენი უწყება,“ – ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა …

შეხვედრა ბათუმში მიგრანტთა ინტეგრაციის თემაზე

ხვალ, 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი“, მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად, შეხვედრას მართავს. შეხვედრა სახელწოდებით – „ვიაროთ ერთად მრავალკულტურული საზოგადოებისკენ“, 16:00 საათზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისში გაიმართება. შეხვედრა ტარდება პროექტის „ვიაროთ ერთად-Step together“-ის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.  

საქართველოდან ქალები ემიგრაციაში ევროპაში მიდიან, კაცები – ძირითადად რუსეთში [ინფოგრაფიკა]

ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი (21,7 %) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში (15,9 %) და თურქეთში (11,2 %). ბოლო საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგებით საქართველოდან ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება, …

რა ელით ქართველ არალეგალ მიგრანტებს ევროპაში – შს სამინისტროს პოზიცია

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება, თუკი პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კანონპროექტს მიიღებს. შსს-ს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებია. პირველადი პროექტის მიხედვით, პასუხისგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არა მხოლოდ გადაკვეთენ, არამედ ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებს, უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი. ეს ერთ-ერთი …

ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.379 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროდ, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ფულადი გზავნილები მიიჩნევა. საქსტატის ბოლო მონაცემებით [2014-2016 წწ.], ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდება. 2014 წელს მათი რაოდენობა 88, 704 იყო, რომელთა შორის 69 855 საქართველოს მოქალაქე …

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს …

მიგრაცია და გამოწვევები

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მიგრაციის გამოწვევებზე საუბრობენ.  შეხვედრას ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი განცხადებით საქართველომ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მიგრაციის საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა თურქეთის წარმომადგენელმა. მისი თქმით, თურქეთში ასევე მწვავედ დგას მიგრანტების თემა და ჯერ კიდევ არსებობს პროლემები ამ მიმართულებით, რადგან ადამიანებს ეშინიათ …

მიგრაციის მართვა და გამოწვევები – სემინარი საიაში

29 ივნისს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალში, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ძირითადი მიზანი იყო საიას პროექტის – „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, საჯარო მოხელეების – ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. სემინარის თემაა მიგრაცია, არალეგაური მიგრაცია, მიგრანტთა მოლოდინები და არსებული რეალობა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერაციასა და …

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. …

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული მომსახურება, გადამზადება, ასევე სამედიცინო მომსახურება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. „ეს არის სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც უკვე მეორედ და წარმატებით ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ იმ ბენეფიციართა მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც …

შრომითი მიგრაცია

 

შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, დაახლოებით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს (თავისი მოქალაქეობის ქვეყნის) გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალიზაციისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრანტების შემოსავალმა 2011 წელს მიაღწია 440 მილიარდ დოლარს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

Exit mobile version