მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …

უმაღლეს საბჭოს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ხალხის მოთხოვნები შეისწავლოს – ინტერვიუ

ამომრჩეველმა ქობულეთში თავისივე არჩეულ საკრებულოს დაგვის კულტურის ცენტრის უნიკალური შენობის გადარჩენა, რეაბილიტაცია პეტიციით მოსთხოვა, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. ისევე როგორც სხვა ბევრი მოთხოვნა, აღნიშნულიც დარჩა უპასუხოდ. პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, თავისივე რჩეულს პრობლემა მკაფიოდ და დასაბუთებულად დაანახოს. რატომ ხდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ამომრჩეველი პეტიციით ითხოვს, მერია ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვს? ეს …

ვის [არ]ესმის ხალხის ხმა – პეტიციები

ხალხს ჯერ გზა უნდა, შემდეგ – ხიდი, ავტობუსი, სასმელი წყალი, მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მდინარეზე გაუფილტრავად მიერთებული არ არის. ხალხს უნდა რეგულარულად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დროული სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. სწორედ იმავე მოტივით, რომ ხალხს ჯერ გამართული ინფრასტრუქტურა უნდა, 10-ზე მეტი წელია, რაც ეს ჩამონათვალი ყოველი ახალი წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებშია და არ იცვლება. …

ელექტრონული პეტიციის განსახილველად 5 ათასი მომხმარებლის თანხმობაც საკმარისი იქნება

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან: „ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა …

რუსული კულტურის ცენტრის ამოქმედება რუსეთის ჯაშუშური ქსელისთვის კარის გახსნაა – პეტიცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. დღეს, 3 დეკემბერს, გავრცელდა პეტიცია, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პეტიციაზე ხელის მოწერისთვის უნდა გადახვიდეთ ლინკზე. „ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერნი, მოვითხოვთ აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების …

პეტიცია – მოქალაქე მთავრობას პიროტექნიკის კონტროლს სთხოვს

მოქალაქე დავით დარასელია პეტიციით საქართველოს მთავრობას პიროტექნიკის კონტროლს სთხოვს. „საქართველოში პიროტექნიკა არ კონტროლდება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ამის გამო ყოველწლიურად მატულობს უხარისხო და საშიში ჩინური პროდუქცია. ახალი წლის პერიოდში მუდმივად ფიქსირდება ათეულობით შემთხვევები, როდესაც ბავშვები (და არა მარტო) ღებულობენ სხვა და სხვა სახის მძიმე დაზიანებებს. უხარისხო პიროტექნიკის გამოყენება არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე/ჯანმრთელობაზე კარგად და …

მოქალაქეებს მთავრობისთვის მიმართვა უკვე ელექტრონული პეტიციით შეუძლიათ

აქტუალურ საკითხებზე ელექტრონული პეტიციით მთავრობისთვის მიმართვა უკვე სპეციალური საიტით [ichange.gov.ge] არის შესაძლებელი. პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს რეგიონებში საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცნობენ. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით …

Exit mobile version