აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს

მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს. საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ორი ელექტრომობილი დაამატეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ორი ელექტრომობილი დაემატა. ბაღში სულ 12 ელექტრომობილი მოემსახურება ვიზიტორებს. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღში ასევე მიმდინარეობს ნეკერცლების პარტერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რომელიც ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 265 ათას 600 ლარია. ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ დასრულდა დამატებითი ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც 50 მანქანაზეა გათვლილი, ასევე დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაც, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5000 კვ.მ ტერიტორიის მოწესრიგება იგეგმება. …

აჭარის მთავრობა საკრებულოსთან კვადროციკლების მფლობელებს უშუამდგომლებს

“აჭარის მთავრობა საკრებულოსთან გვიშუამდგომლებს, რომ იქ გაიმართოს მორიგი შეხვედრა,”- თქვა აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შესახებ ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. კვადროციკლების რამდენიმე მფლობელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დახურულ კარს მიღმა, საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა. “დაძაბული საუბარი იყო, საბოლოო უარი არ არის ნათქვამი… შევთანხმდით,  არგუმენტაცია, რაც გაქვთ, განვიხილავთო. ჩვენ მოვითხოვეთ საჯარო განხილვა. …

„ამ ზაფხულს მაინც გვამუშავეთ“ – კვადროციკლების მფლობელების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ და დაწესდეს რეგულაციები“, – ამ მოთხოვნით კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია ბათუმის საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება 2019 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება. ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო. „იმიტომ, რომ არავის პასუხი არ მოუთხოვია, გასულ …

რას სთავაზობს მთავრობა კვადროციკლების მესაკუთრეებს, რომლებიც ბულვარში ვეღარ იმუშავებენ

„სამინისტრო მზადაა წარმოდგენილი წინადადება ან პროექტი განიხილოს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ, რას უპირებს მთავრობა ათეულობით ადამიანს, რომლებიც მაისიდან ბათუმის ბულვარში ვეღარ იმუშავებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს სთავაზობს ელექტრომობილების გამქირავებლებს, არც პროექტია წარდგენილი. „ბულვართან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ვერ გააგრძელებენ იქ საქმიანობას. აჭარის …

ახალი ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა ორი ახალი ელექტრომობილი შეიძინა. ბოტანიკურ ბაღში ტურისტებს ჯამში 11 ელექტრომობილი ემსახურება, რომელთაგან 5 წელს არის შეძენილი. ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, წელს ელექტრომობილებისთვის ჯამში 169 080 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, თითოეული ელექტრომობილის ფასი 33 816 ლარია. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

ბათუმის მერიის ა(ა)იპ – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ერთ ელექტროავტობუსს [ელექტრომობილს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. ელექტრომობილის შესაძენად თანხას, 40 ათასამდე ლარს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის. 40 ათასი ლარი სატენდერო თანხაა და შესთავაზებენ თუ არა ბოტანიკურ ბაღს ელექტრომობილს გაცილებით დაბალ ფასში, ტენდერის შემდეგ გამოჩნდება. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება. ბათუმის ბოტანიკური …

Exit mobile version