რატომ არის 26 მაისს სახელმწიფო დროშების გამოფენა მნიშვნელოვანი

26 მაისი საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ამ დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რა გზა, რა გამოწვევები გადალახა საქართველომ, როგორც ქვეყანამ იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო რუსული, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან და საბოლოოდ მოეპოვებინა ის თავისუფლება, რომელიც მას არსებობის მანძილზე გააჩნდა. სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტებია დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში …

14 იანვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. არსებული სახელმწიფო დროშა [გერბთან და ჰიმნთან ერთად] შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. [red_box]ამ თემაზე: სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე – საქართველოს დროშების ამბავი[/red_box] საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს, აწესრიგებს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“. ეს კანონი განსაზღვრავს …

ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან დასჯადია

საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს, 2022 წლის 21 იანვრიდან შევა ძალაში. ამავე კანონით, ფიზიკური პირი დაისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2022 …

66 ათასი ლარი დროშებისა და ალმების შესაძენად – ბათუმის მერიის ტენდერი

ბათუმისთვის დროშების შესაძენად (მონტაჟითა და დემონტაჟით), მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 66 457 ლარია. დროშებისა და ალმების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა უზრუნველყოს. მომსახურება სატენდერო პირობებით: ალმების ტარებით (ზომა 0,9 სმ) დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო დღეებში გამოფენა, შემდგომი …

ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის

ბათუმის მერია 2020 წელს 3 958 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის. დროშების შესყიდვაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით], მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 3 იანვარს დასრულდა. სატენდერო თანხა 84 ათას 57 ლარი იყო. მომსახურებას მერიას ზუსტად ამ თანხით სთავაზობს ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე გიორგი ასათიანი. მიმდინარე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა გიორგი …

ბათუმის მერია 77 975 ლარის დროშებს შეიძენს

ბათუმის მერიას 77 975 ლარი აქვს გათვალისწინებული 2018 წლისთვის დროშების შესაძენად. მერია სხვადასხვა ზომის 3736 ალამსა და დროშას თანმდევი მომსახურებით [მონტაჟი, დემონტაჟი, ფლაგშტოკების შეღებვა, დროშის ასაწევი ბაგირების გამოცვლა] შეიძენს. დროშებსა და შესაბამის მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: [checklist] ალმების ტარებით [ზომა 0,9 სმ] დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება …

სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა – ხუთჯვრიანი დროშა აღმართა. დროშის აღმართვის ცერემონიის დროს მიხეილ სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა – საქართველოში გასული წლის ნოემბერში განხორციელებული „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო. როგორც პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ისტორიული მომენტია, სტრასბურგში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა ნიშნავს ქართული ხალხის უფლებას იწოდებოდეს უძველეს ქრისტიანულ და ევროპელ ერად. …

Exit mobile version