ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია: „ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“ სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური …

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ბათუმის ბულვარის კონცეფციაც უნდა შეემუშავებინა, ბულვარის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. 2015 წელს კონცეფციის შემუშავება კომპანიას ბათუმის ბულვარმა დაავალა, თუმცა კონცეფციის ის ვარიანტი, რომელიც ძველ ბულვარში შუა ალეის, ანუ სამიდან ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას ითვალისწინებდა, საზოგადოებამ გააპროტესტა. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ალეის გაუქმება პარალელურ რეჟიმში …

ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე  ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“. კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის …

კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამი კომპანიის, მათ შორის „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ შერწყმა და ახალი კომპანია დარეგისტრირდა. „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ შეერწყა „კომპანია საქტურკურორტს“, რეორგანიზაციის შედეგად კი ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი კომპანია სახელწოდებით: შპს „დრიმლენდ ოაზისი“. კომპანიების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ავსტრიაში, …

Exit mobile version