რა შეიცვალა დენის მოხმარების წესებში – ახალი პირობები

ელექტროენერგიის მომხმარებლები ენერგოკომპანიისგან იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დენის მოხმარების წესებში ცვლილებების შესახებ. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფებს. „გაცნობებთ, რომ სემეკის მიერ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა ნაწილიც ამოქმედდა 2022 წლის 29 დეკემბერს. შედეგად შეიცვალა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფს“, …

ვალდებულია თუ არა დენის ახალი მომწოდებელი მომხმარებელს ხელშეკრულება გაუფორმოს

2021 წლის აგვისტოდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ივლისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადს ახალ კომპანიას – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ გადაუხდიან. შესაბამისად, დენის მიმწოდებელი უკვე ეს ახალი კომპანიაა. აუცილებელია თუ არა მომხმარებლებმა „ეპ ჯორჯია მიწოდებასთან“ დენის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გააფორმოს? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ამბობს, რომ ამისი აუცილებლობა არ არის. „როცა ბაზარზე გამოჩნდება თავისუფალი …

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში,  მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს  აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში –  გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის …

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს 3 ივნისს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 …

Exit mobile version