როგორია ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა – ინტერვიუ

ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ 43 ბავშვს მკურნალობენ. მათი ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვებში ახლა ძირითადად კორონავირუსის დელტა შტამი ცირკულირებს, რაც სხვა შტამებისგან განსხვავებით ბევრად უფრო გადამდებია. როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ჰოსპიტალში, რა რესურსები აქვს კლინიკას გაზრდილ მიმართვიანობასთან გასამკლავებლად და რა მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ხვდებიან …

იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული. „დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე. დელტა პლუსს რაც შეეხება,  10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა …

ჯანმო: ვაქცინა იცავს დელტა ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან

კოვიდის დელტა ვარიანტი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მასიურად გავრცელდა ევროპის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში, ცნობილია, რომ კოვიდის აქამდე არსებული მუტირებული ვერსიებისგან განსხვავებით ყველაზე ადვილად გადამდებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი, ჯანმოს საინფორმაციო ვიდეოში პასუხობს კითხვას, თუ  რა ტიპის დაცვას გვთავაზობს ამ ვარიანტისგან კოვიდის ვაქცინები. მეცნიერი ამბობს, რომ დელტა ვარიანტს, რომელიც კოვიდის სხვა …

ჯანმო: მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება

უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ს „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, რომ გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება. ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 …

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას მშობლებს მოუწოდა: მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებსო. „ბათუმელებმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვს ჰკითხა, რა არის დელტა შტამი და რა საფრთხეს უქმნის ის ბავშვებს. ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის დელტა შტამი, ასევე მის გავრცელებაზე ბავშვებში – მართალია …

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები. მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა …

მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ძალიან სერიოზული ციფრია. ინფიცირების შემთხვევებიდან 40 პროცენტში დელტა შტამი ფიგურირებს, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულია და უფრო მეტად პატარა ბავშვებს აზიანებს. საქართველოში ამ შტამით სამი ჩვილი იყო ინფიცირებული, აქედან ერთი თვის ჩვილი დღეს გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვაში ამბობენ, ორი ჩვილის …

Exit mobile version