„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს. „ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის. დოდო ფაჩულია ბათუმში, …
Tag Archives: დევნილი
ბელარუსი პოლიტდევნილი თურქეთში გადავიდა და საქართველოში აღარ შემოუშვეს – აქტივისტი
„ბელარუს პოლიტიკურ აქტივისტეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს,“ – აცხადებს ალექსეი პალაშოვი, იგი აჭარის რეგიონში ბელორუსი დიასპორის ხელმძღვანელია და დღეს, 28 აპრილს ბრიფინგი მოაწყო. ალექსეი პალაშოვის თქმით, ბელარუსი პოლიტიკური აქტივისტი – ევგენი გაცაკი უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთში გადავიდა – სარფის საბაჟოზე მას საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს. „…საერთოდ არაფერი განუმარტეს, უკან …
5 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ომის გამო ლტოლვილად იქცა
უკრაინაში მიმდინარე თითქმის ორთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები უსაფრთხო თავშესაფრისა და დახმარების საძიებლად. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ომის პირველ ხუთ კვირაში უკრაინიდან 5 მილიონამდე ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვრები მეზობელ ქვეყნებში და კიდევ ბევრი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო. გაეროს …
Continue reading “5 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ომის გამო ლტოლვილად იქცა”
3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე, რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო უკრაინიდან 2 969 600 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ლტოლვილის სტატუსით, ხოლო სულ მცირე 2 მილიონი – იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით …
Continue reading “3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი უკრაინიდან – ომის შედეგები”
უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება
უკრაინის მთავრობამ დღეს, 25 თებერვალს, სპეციალური ვებგვერდი აამუშავა, რომლითაც უკრაინელებს შეუძლიათ თავშესაფარი შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებში ცხოვრობენ. „ათასობით ადამიანის სწრაფი ევაკუაცია ხდება უფრო უსაფრთხო რეგიონებში. მათ უმრავლესობას არ აქვს სივრცე, სადაც ამ რთულ პერიოდს გადაიტანენ. დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ერთიანები. თუ თქვენ გაქვთ სივრცე, სადაც მზად ხართ შეიფაროთ …
Continue reading “უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება”
7500 ლარი გრანტი დევნილი და ეკომიგრანტი მეწარმეებისთვის – კონკურსი
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას აჭარის, …
Continue reading “7500 ლარი გრანტი დევნილი და ეკომიგრანტი მეწარმეებისთვის – კონკურსი”
სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს
ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს. დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. „სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და …
დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა
„დევნილობისთვის დედა-შვილს ერთად 80 ლარს გვაძლევენ. ამ თვეში კი, მარტო გაზის ფული 51 ლარი გვაქვს გადასახდელი, ამდენი არასდროს მოსულა,“ – ამბობს ბათუმში, ჩოლოყაშვილის 84-ში მცხოვრები გაიანე ავჯიანი. აქ მდებარე კორპუსში რამდენიმე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის გასული თვის – იანვრის საფასურს გაიანეს მეზობლებიც აპროტესტებენ. გაიანე ავჯიანს სხვა პრობლემაც აქვს – ის სოციალურ …
Continue reading “დევნილი დედა-შვილი: შემწეობა მოგვიხსნეს, 80 ლარით გვიწევს თავის გატანა”
ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“
„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“ – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია. გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის …
Continue reading “ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“”