რა ღირს დასვენება წელს ბეშუმში

ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი? აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ …

როგორ დავისვენოთ ტენერიფეზე, მარადიული გაზაფხულის კუნძულზე ესპანეთში 

სანამ საქართველოში ზაფხულის პიკი და პაპანაქება სიცხეა, ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ ტენერიფეზე იდეალური ამინდია – ოკეანის ნიავი და ზომიერი სითბო დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.  ტენერიფეზე, „მარადიული გაზაფხულის კუნძულზე“, არის გამორჩეული ადგილი – Regency Country Club, სადაც ტროპიკული ეგზოტიკა და ევროპული კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. რატომ RCC Tenerife? კუნძული ტენერიფე მსოფლიოში ცნობილია იდეალური კლიმატით – ვულკანური …

აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails

ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს …

საზაფხულო ფასდაკლებები ალტაში – გადაერთე დასვენებაზე

QCY-ს ბლუთუს ყურსასმენები დამტენი ქეისით, კომფორტული დიზაინითა და კარგი ჟღერადობით 😍 👉 ეწვიე ალტას მაღაზიას ჭავჭავაძის 31-ში და ისარგებლე საზაფხულო ფასდაკლებებით: https://alta.ink/3Dxfbdi ⛺ გადაერთე დასვენებაზე 💜

რა ღირს ზაფხულში დასვენება ბეშუმში, გოდერძისა და გომარდულში

რა ღირს დასვენება 2022 წლის ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში და აისახა თუ არა გაძვირებული ფასები მთის კურორტებზეც? „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა ბეშუმში, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ. მათი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები გაზრდილია. მადონა რიჟვაძე ბეშუმში კოტეჯს 20 დღით 1300 ლარად აქირავებს. ამ თანხაში კომუნალური გადასახადებიც შედის. „ეს შედარებით იაფია, რადგან ამაზე ძვირიც ღირს კოტეჯები. ზოგიერთ კოტეჯში …

იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში

გლემფინგი გლამურულ კემპინგს ნიშნავს. ეს ველურ გარემოში მოწყობილი, მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა. ბათუმთან ახლოს და აჭარის მაღალმთიანეთში უკვე არაერთი ასეთი კემპინგი და სახლია. მყუდრო, დიდი და კომფორტული კარვები, ხის სახლები – მსუბუქი და ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი გარემოთი. სამუშაო დღეების შემდეგ ასეთ სახლებში დასვენება ნამდვილი ნეტარებაა. ხის სახლები ძირითადად ტყეებსა და სიმწვანეშია. გლემფინგის მთავარი სიკეთე …

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

COVID-19 პანდემიის რეალობაში, რამდენიმე თვიანი კარანტინის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია.  საქართველოს რკინიგზა 1872 წლიდან მოყოლობეული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. 2019 წლის მონაცემებით, მატარებელმა 2 554 624 მგზავრი გადაიყანა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც წესი, …

სკოლის არდადეგების 2018-2019 წლის სრული გრაფიკი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტამდე გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა …

მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს

ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია ზღვაზე თუ მთაში დროის გასატარებლად. გთავაზობთ TripAdvisor – ის მიხედვით შერჩეულ 2018 წლის top 10 საუკეთესო პლაჟს მსოფლიოში.  წყნარი ოკეანის კუნძულები: გრეის ბეი, პროვიდენსიალე, თერქსი და ქაიქოსი კუნძულ პროვიდენსიალისთან მდებარე გრეის-ბეისა და თერქს-ქაიქოსის კუნძულებზე  2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პლაჟებია ტურისტების შეფასების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით. პლაჟები ბარიერული რიფებითაა დაცული, რაც ამცირებს …

სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა

კარვით ბუნებაში დასვენებას სხვადასხვა მხარე აქვს: თუ კოღოებთან ბრძოლა და მიწაზე თხელი პარალონით ძილი ვერ წარმოგიდგენიათ, კარვის იდეა თავიდანვე უნდა უარყოთ და სასტუმროების ძებნა დაიწყოთ, მაგრამ თუ კომფორტის არარსებობა და ბონუსად ღია ცის ქვეშ: ტყეში, ან ზღვასთან ახლოს ძილი მოგწონთ, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. ბათუმსა და ქობულეთში კარვებისთვის ადგილი ოფიციალურად გამოყოფილი არ არის. ბათუმისა …

მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის

მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო. ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე …

გახდომის და გასუქების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ზღვაზე ეპატიჟება

„ჩამოდი აჭარაში და გქონდეს გახდომის იმედი, შავი ზღვის სანაპიროზე, იარე ველოსიპედით“, ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ოთხი სარეკლამო ლექსიდან, რომლითაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ზღვაზე ეპატიჟება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით თბილისში რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაძისა და ყიფშიძის კვეთა, სპორტის სასახლე) „ინტერაქტიული“ სასწორები დადგეს.  სასწორზე დადგომისას ადამიანებს სასწორი წონის ჩვენების  ნაცვლად …

პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია

სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს. ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა. „მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში“ – ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან. „პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. …

Exit mobile version