გუშინ, 9 აპრილს, დაახლოებით ღამის 12-ზე, ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, რომ ხანძარი სპაცენტრში გაჩნდა და არავინ დაშავებულა. კორპუსი, სადაც ხანძარი იყო, ფიროსმანის ქუჩაზეა, გმირთა ხეივანში. ადამიანები, რომლებიც მეზობელ კორპუსებში ცხოვრობენ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მომხდარმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია გაახსენათ – მოქალაქეების მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც სპაცენტრს სავარაუდოდ არ ჰქონდა უსაფრთხოების …
Tag Archives: დარ ბილდინგი
უნებართვოდ ამოშენებული აივანი – კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს
ბათუმში, ვაჟა ფშაველას #17-ში, სადაც მოქალაქემ აივანს მოაჯირი მოჭრა და ამოაშენა, მშენებელი კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს. განმარტებით ბარათში, რომელიც შპს „დარ ბილდინგმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნათქვამია ისიც, რომ „ამოშენების ნაწილში უმნიშვნელოდ გაიზარდა k2 კოეფიციენტი.“ განმარტებით ბარათში არ იყო აღნიშნული, რომ კომპანიამ ამოშენებული აივნის ნაწილში ორი ფანჯარაც გამოჭრა. კომპანიის განმარტებით, …
Continue reading “უნებართვოდ ამოშენებული აივანი – კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს”
ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია. რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი? „ჩვენ …
Continue reading “ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა”
მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა
ბათუმში, გორგილაძის #94-ში, მოქალაქემ ამხანაგობის წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აივანი მიაშენა. ახალაშენებულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვა ბათუმის მერიამ მშენებელ კომპანიასთან – „დარ ბილდინგთან“ შეთანხმების გარეშე გასცა. ამის შესახებ არც ამხანაგობამ იცოდა. გორგილაძის #94-ში ახლახან აშენებულ 21-სართულიან სახლს ერთადერთი მიშენებული აივანი აქვს. მეზობლები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ მიშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ მიშენების კანონიერებით დაინტერესდნენ და ინფორმაცია როგორც …
Continue reading “მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა”
ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს
ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში. ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია …
Continue reading “ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს”
საკრებულოს თავმჯდომარე ძველი ბათუმის დამცველებზე: მათ არ უნდათ საქართველოს განვითარება
კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული სახლი უნებართვოდ დაანგრია. უკვე რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მათ ძველ ბათუმში მორატორიუმის მოთხოვნით პეტიციაც კი შეიმუშავეს. „ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის მოსაზრებით, როგორ შეიძლება საკრებულო დაეხმაროს მოქალაქეებს ისტორიული მნიშვნელობის შენობების გადარჩენაში, მითუმეტეს, რომ სახლი დეველოპერმა მერიასთან შეთანხმების გარეშე დაანგრია. „საკრებულო არ არის ის …
კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს. ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც …