აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და …
Tag Archives: დაპირისპირება
„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან
დღეს, 17 ივლისს, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ყოფნისას, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. „სცადეს პროვოკაციის მოწყობა, დაგვახვედრეს პროვოკატორები შუახევში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი შარაშიძე. მისი თქმით, სამი ადამიანი, რომელიც მათთან დაპირისპირებას ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „შუახევში ხიდზე რომ გადადიხართ იმ ტერიტორიაზე …
Continue reading “„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან”
აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს
აჭარის არალეგიტიმური განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს, 21 მაისს, „ბათუმელებს“ დაგვიდასტურეს აჭარის მთავრობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება აკაკი ძნელაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე თუ გადააყენეს? – „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ. ონლაინ გამოცემა „აჭარა თაიმსი“ წერს, რომ აკაკი ძნელაძესა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა …
Continue reading “აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს”
„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს
„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა. დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. …
აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს
აჭარის მთავრობის შენობის წინ, იქ, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დღეს, 13 ნოემბერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პოლიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეებს შორის თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა, სადაც მათ იმ ოქმების ჩამოკიდება სურდათ, რომლებით, მათივე თქმით, გაყალბებულია. „ათეულობით ოქმი მოვიტანეთ. აჭარის …
Continue reading “აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დატოვა
ბათუმის საკრებულოში სხდომა შეწყდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ, სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როცა მასთან მივიდა მირდატ ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოსთხოვა პასუხის გაცემა, რატომ არ ჰქონდა კითხვის დასმის უფლება. „ხელები დაიმორჩილე და დაჯექი, კაცურად მოიქეცით,“ – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას. „კაცურობას და არაკაცურობას შეეშვით, საკრებულოა ეს… თუ არ შეგიძლიათ მაქ ჯდომა, ჩამოდით. ეტყობა მაქედან პატარებად …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დატოვა”
„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე სახელფასო სარგოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მისი ერთ-ერთ მოადგილე გურამ ბერიძე დააწინაურა და პირველ მოადგილედ დანიშნა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1700 ლარითაა განსაზღვურული. რა თანხა გაიწერება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება …
Continue reading “„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში”