„მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია“ – ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერის გადადგომასა და არჩევნებზე

„ჩემი სურვილით გავხდი ხულოს შტაბის უფროსი,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც გაურკვეველ ვითარებაში ხულოს არჩეული მერი და მისი მოადგილე სამსახურიდან წავიდნენ. გოჩა მელაძე მერობის პარალელურად საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ვკითხეთ, თავად გაუჩნდა შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი, თუ შესთავაზეს. „სულ …

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. ამ თემაზე: რა სჭირს გოჩა …

რა სჭირს გოჩა მელაძეს – ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელი დანიშნეს

ხულოს მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვახტანგ ბერიძე შეასრულებს. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის ინფორმაციით, ხულოს მერი, რომლის გადადგომაზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და რომელზეც ამბობდნენ, რომ 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურში გუშინ გამოცხადდა, თავისი მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად ვახტანგ ბერიძის დანიშვნას მოაწერა ხელი და თავადაც დაწერა განცხადება გადადგომაზე. შესაბამისად, ვახტანგ ბერიძე …

რა ხდება არჩეული მერის გადადგომის შემთხვევაში

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას ოფიციალურად არ ასაჯაროებს. ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს რა ხდება, როცა არჩეული მერი თანამდებობიდან მიდის? კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნები ტარდება მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს …

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობდა, მაგრამ ყველა ოფიციალური პირი თუ უწყება ბათუმში, ვისაც შეიძლება სცოდნოდა არჩეული მერის გადადგომაზე, ერთხმად აცხადებდნენ, რომ „ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს“. გოჩა მელაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ახლახან ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. თავად ხულოს მერიის ადმინისტრაციაში კი გაურკვევლობაში არიან – მუნიციპალიტეტში არაერთი თანამდებობის …

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. ხულოს მერის ინფორმაციით, ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. „ადგილზე ვარ. სავარაუდოდ, ცეცხლი პირუტყვის სადგომს გაუჩნდა, რის გამო – უცნობია. ერთი სახლიდან ნივთების ნაწილობრივ გადარჩენა მოხერხდა… ხანძრის შედეგად, ჩემი ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,“ – გვითხრა ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ.        

ხულოს მერის მოადგილედ დავით ვანაძე დაინიშნა

ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ, მოადგილის პოზიციაზე პროფესიით იურისტი, დავით ვანაძე დანიშნა. დავით ვანაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი მერმა დღეს, 19 თებერვალს, მოაწერა. ხულოს მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, დავით ვანაძე 2009 წელს შპს „ტექსტილში“ იურისტად მუშაოდა, 2010-2015 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომიძიებელის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2015 წლიდან …

ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა უმეტესობა დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, საცხოვრებლის შესაძენად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახებიდან დაახლოებით 90%-მა ქონების შეძენა მოახერხა, სოფელი კი მათგან, მხოლოდ რამდენიმემ დატოვა. …

გოჩა მელაძე: სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი გზა ხვალ გაიწმინდება

საციხურის თემის, სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაიხსნება. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზას მხოლოდ ერთი ტექნიკა წმენდს. მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოვიდა. მართალია, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ, მაგრამ რადგან მცოცავი მიწაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკა ნელა მუშაობს, სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით გზის გაწმენდის დასრულებას,“ – ამბობს მერი. სოფელ პანტნართან …

ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს. „მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან …

ხულოს მერი: საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 20 – 30 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „ამ დროისათვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება, თუმცა საავტომობილო გზის ნაწილზე თოვლის საფარი მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, მცირე …

„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული …

Exit mobile version