თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ

ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა. მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი …

“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე

პარლამენტის  პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ნაცდამცველს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა „ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს“. „სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ. რამდენად გადააჭარბა თუ …

ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმის მეჩეთზე ხაზარაძისა და ვოლსკის განცხადებებს ეხმაურება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას და ქართველი მუსლიმების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადებას გთავაზობთ სტილის დაცვით: „მინდა გემოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის ბატონი გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, ბატონი მამუკა …

გია ვოლსკი: მეჩეთებთან და ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:   „ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად, გინდა ერთგულებით, გინდა თავგანწირვით და ისტორია შეგვიძლია ამაზე მოვყვეთ. მეორე საკითხი არის ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა, ვინაიდან მეჩეთებთან და ჯამეებთან დაკავშირებით, ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არიან ადამიანები, საზოგადოების ერთი გარკვეული ნაწილი, …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ვოლსკი აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა

„ამ გამოდევნებას თუ არ დაანებებთ თავს, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვითხოვ, აკრედიტაცია შეგიჩერონ… მეჩქარება, უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი“ – ასე მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ნინო ხოზრევანიძეს, გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის მცდელობამ, ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოზიციის შესახებ. …

გია ვოლსკი ხულოში: შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას პარლამენტში

„შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას,“ – აღნიშნა დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ. ხულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს. „…შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას, განსაკუთრებით ხულოს, საქართველოს პარლამენტში. ყველა, ვინც თქვენს თვალწინ გამოვა, ასევე იქნება მათი თანამდგომი, ყველა საკითხში დამხმარე …

„ვჩეხავდი სერიოზულად“ – არჩილ ხაბაძე დეპუტატების ბიზნესინტერესებზე [ფარული ჩანაწერი]

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ფარული ჩანაწერის ის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე  [ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის] უცნობ პირს დეპუტატების: გია ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესინტერესებზე ელაპარაკება. ტელეკომპანია „პირველის“ განმარტებით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია და ესაა საუბარი ორ პირს შორის. TV „პირველს“ ინფორმაცია „ოცნების“ ბათუმელმა აქტივისტმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. ამის შესახებ გვიანიძემ თავად განაცხადა გადაცემა „პოლიტმეტრში“. ფრაგმენტი …

Exit mobile version