რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას. „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული. ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები …

წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ

ავტორი: გელა შათირიშვილი. ბათუმი. ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი გამარჯობა, ნატალია! სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან …

საჯარო ლექცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

„ერთად ვიბრძოლოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“- თემაზე შეხვედრა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი წევრებმა სტუდენტებს ის საფრთხეები გააცნეს, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებებიც. ლევან ვარადაშვილი, ბნსუ-ს სტუდენტი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, ვნახეთ სასარგებლო პრეზენტაცია. მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ევროპულ გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერულ …

წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება. კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი იქნება გენდერული ან/და …

“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”

მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია. …

Exit mobile version