დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი თემაც ხეების დარგვაა. ხუთ წელიწადში „დედამიწის დღეს“ 50 წელი შეუსრულდება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, დაეხმარონ მათი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაში – დაირგოს 7.8 მილიარდი ხე მსოფლიოს მასშტაბით. „ხეების დარგვა იქნება პირველი იმ ხუთი მთავარი მიზნიდან, რომლის მიღწევაც „დედამიწის დღის“ 50 წლის იუბილისთვის 5 …
Tag Archives: გარემო
თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ
რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …
„ნაციონალები“ ხეებთან მჯდომარე აქციას იწყებენ
დღეს რვა თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბუკნარში, იმ ხეებთან რომლის გადატანასაც ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკისთვის გეგმავს, გრძელვადიან მჯდომარე აქციებს იწყებენ. „დღეს ჩვენ, 30 ადამიანი ვაპროტესტებს ამ ხეების გადატანას ივანიშვილის პარკში. აპირებენ 40 ძირი ხე ტიტას და ორი ცალი ჭაობის კიპაროსის გადატანას. ჩვენ ამ ხეებს ივანიშვილს არ გავატანთ, უკიდურესი ზომები მიღებაც რომ დაგვჭირდეს. აქვე ახლოს არის …
Continue reading “„ნაციონალები“ ხეებთან მჯდომარე აქციას იწყებენ”
რამდენი მრავალწლოვანი ხე დაზიანდა ბათუმის ბულვარში?
„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, არჩილ კახიძის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად ბათუმის ბულვარში 16 მრავალწლოვანი ნარგავი დაზიანდა. აქედან კი მხოლოდ სამი ფიჭვის გადარჩენა ვერ მოხერხდება. „16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა, შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი. დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, …
Continue reading “რამდენი მრავალწლოვანი ხე დაზიანდა ბათუმის ბულვარში?”
მაშველებმა კლდიდან გადაჩეხილი ნუკრი იპოვეს
შვლის ნუკრის გადარჩენის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. შვლის ნუკრი, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარემოს დაცვის უწყებას გადაეცა.
არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად
აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ბუნდოვანი ბრძანება გასული …
Continue reading “არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად”
თოვლმა ბათუმში ხეები დააზიანა [ფოტო]
ფოტოები გადაღებულია 6 მაისის პარკსა და ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე.
ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მობინადრე შვლებს საფრთხე ემუქრება. ეროვნული პარკის ერთი მხარე სოფელ ქოქოლეთს ესაზღვრება. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სოფელში მონადირე ძაღლები არიან, რომლებიც ტყიდან შვლებს სდევნიან. თუმცა შვლებს საფრთხეს მხოლოდ ძაღლები არ უქმნიან, ორი კვირის წინ ტყე-პარკთან ახლოს ნაპოვნ შველს ნატყვიარი აღმოაჩნდა.