რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს

სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …

შენ შვილს რომ მიუტან რამეს, ხომ გაუხარდება, ჩემს შვილს რა მივუტანო? – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 5 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები მართავენ აქციას. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებული ადგილები ავტოსადგურის ტერიტორიაზე მათ არ აწყობთ, რადგან ამ ადგილას ვაჭრობა არ არის და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. „წლინახევრის შვილიშვილი დამრჩა, ბებია-ბაბუა ვზრდით, არც დედა ჰყავს, არც მამა. ხუთი თვე გავჩერდი ავტოსადგურში, იმდენად არ იყო ვაჭრობა, ფულიც არ გადამახდევინეს, მხოლოდ 20 …

გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, გარემოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი – მაისურები, წინდები, შორტები და სხვა წვრილმანი ნივთები აჭარის მთავრობის შენობასთან მიიტანეს პროტესტის ნიშნად. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მუნიციპალური ინსპექცია ვაჭრობის საშუალებას არ აძლევს. მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ გაუსაძლის  მდგომარეობაში არიან, რადგან მათ სავაჭრო ფართობის დაქირავება არ შეუძლიათ, თუმცა თუ არ ივაჭრებენ, ფიზიკურად ვერ იარსებებენ. „სოფლიდან დავდივარ სავაჭროდ, …

გარემოვაჭრეები რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმლით დახვდნენ

ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებსაც მუშაობის უფლებას ფალავანდიშვილის და წერეთლის ქუჩებზე არ აძლევენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან დახვდნენ. დღეს, 9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს. „აქ გამოვფინეთ ჩვენი ტანსაცმელი, გვითხრან, სად წავიღოთ და რა ვქნათ? 500 ლარით დაგვაჯარიმეს, რამდენიმეს ტანსაცმელი ჩამოართეს,”- აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. რამდენიმე გარემოვაჭრემ საჯარო სხდომაზე …

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში …

Exit mobile version