სისტემაში ასახული დადებითი პასუხის გარეშე მწვანე პასპორტს ვერ მიიღებთ – NCDC

დღეს, 25 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად …

კოვიდით სიკვდილიანობა ორ-ნახევარჯერ მეტია ზღურბლოვან მაჩვენებელზე – გამყრელიძე

„დღესაც 65 გარდაცვალებაა, რაც ორ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე ის ზღურბლოვანი მაჩვენებელი, რაზეც ვიღებთ ჩვენ ორიენტაციას – 8-9 ადამიანი მილიონ მოსახლეზე, ანუ სამ მილიონ-ნახევარზე 28-29 გარდაცვალება. ეს მძიმე, ყველაზე რთული მაჩვენებელი კვლავ მაღალი და კვლავ ძალიან საყურადღებო რჩება” – განაცხადა დღეს, პირველ დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე. …

სოფლებში ასაცრელად მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული წახალისება იგეგმება – გამყრელიძე

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობისთვის განიხილება სპეციალური წამახალისებელი ღონისძიებები. კონკრეტულად რა სახის წახალისებაზეა საუბარი, არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სოფლის ექიმებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფისთვის გათვალისწინებულია არამონეტარული ანუ არაფულადი სახის წახალისება, „რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული”, – განმარტა ამირან …

გამყრელიძე: დღეს 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, რაც მაქსიმუმია

დღეს, 5 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრის პროცესი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. „ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიფიცირდება აცრის პროცესი. დღეს დილისთვის გვქონდა მაქსიმუმი, 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, აქედან ყველაზე მეტი იყო „ფაიზერზე“ – 12 658, „ასტრაზენეკაზე“ – 612, „სინოფარმზე“ – 6 910 …

თავშეყრის ადგილზე მხოლოდ 2-ჯერ აცრილი ადამიანი უნდა მივიდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდაფეთქების ყველა კერა, რაც ქვეყანაში გვაქვს, გამოწვეულია დიდი თავშეყრებით. „წვეულებები, გამოსაშვები საღამოები, ქორწილები, ქელეხები თუ სხვა, არის ყველაზე დიდი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები უნდა იყვნენ მიწვეული ღონისძიებებზე და ეს უნდა შემოვიდეს წესად. ნებისმიერ თავშეყრაზე უნდა მივიდეს მხოლოდ …

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია, უნდა ავწიოთ 95%-მდე

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი გაზრდილი იყო 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%. ეს ნიშანია იმისა, რომ …

1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა სეროპრევალენტობის კვლევა. სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ – თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ). კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, …

Exit mobile version