„ჯიპიაის“ კონფერენცია – „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში  კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები …

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვითარების და ზრდის პერსპექტივები  – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის. კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი  კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა  სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. …

ალდაგის დაზღვევა გადამზიდავი კომპანიებისთვის

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, ბათუმის ოფისში, კომპანია MGL Georgia-სთვის ტვირთების დაზღვევასა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-ს მომხმარებელი კომპანიებისათვის დაზღვევის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ კომპანიებმა სრულფასოვნად შეძლონ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა. MGL Georgia ქართულ-ბულგარული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც ფლობს „ა“კლასის გადამზიდავის სტატუსს და აქვს NVOCC ლიცენზია. …

როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი

18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რა წესები მოქმედებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საქართველოს საზღვარზე, ვინ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ მძღოლებს, მათ გადაადგილებას და რამდენადაა დაცული სხვა მოქალაქე ამ გზით შემოტანილი/იმპორტირებული ახალი კორონავირუსისგან? საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, საზღვარზე მძღოლებს უტარდებათ …

შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატის, აჰმეთ კაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. “ბათუმელები” შემოსავლები სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საბაჟო კონტროლი,  მათ შორის, საქონლისა …

საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ. ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით. მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში  ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“: …

მივმართავ ფინანსთა მინისტრს – „ევროპული საქართველოს“ გამოხმაურება „ბათუმელების“ სტატიაზე

დღეს, 28 აპრილს, „ბათუმელების“ მიერ მომზადებულ სტატიას – „ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ“, პარტია „ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა. ამ თემაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა. „ევროპული საქართველოს სახელით მსურს გამოვეხმაურო გაზეთ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ძალიან შთამბეჭდავ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ეხება გადამზიდავების, კერძოდ, თურქეთიდან სომხეთში ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავების რეკეტს, ვინმე რუსეთის …

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების …

Exit mobile version