საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გაერთიანებული სამეფოს  ელჩი საქართველოში – გარეტ ვორდი უკვე შეხვედრაზეა საგარეო უწყებაში. ელჩს მედიასთან კომენტარი შეხვედრაზე შესვლამდე არ გაუკეთებია. გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარეს. „გერმანიის ელჩის პირველი „გამოძახება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის პოზიციიდან მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანიისა …

„საქართველოს ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი“ – ბრიტანეთის ელჩი ნატოს წევრობაზე

„…ყველა განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა დაგმო ეს უმძიმესი ფაქტი. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ რუსეთი და რუსული ძალები ყველა ამ განცხადებაში ნახსენები იყო იმიტომ, რომ ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მათი [რუსეთი] საქმიანობის შედეგი,“ – გვითხრა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში. „ბათუმელების“ ელჩის შეფასებით დაინტერესდა: რამდენად ადეკვატური იყო …

„იმედია, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს შემდგომ ნაბიჯებზე მუშაობას“ – ბრიტანეთის ელჩი

„მოხარული ვარ, რომ პროგრესი იყო უკვე. იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება,“ – გვიპასუხა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, რომელიც დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში სტუდენტებს შეხვდა, მან ჟურნალისტებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზეც ისაუბრა. „ბათუმელებმა“ ელჩს ჰკითხა, როგორია მისი პერსონალური მოლოდინი: შეასრულებს საქართველო ევროკომისიის ახალ პირობებს? ბრიტანეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს …

შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს ელჩი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე]. შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ …

ბრიტანეთის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, დეოლიგარქიზაციასა და გვარამიაზე – ინტერვიუ

„…ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში,“ –  გვიპასუხა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, როცა მას ვკითხეთ: რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ოკუპირებული საქართველოსთვის რუსეთის ამდენი მოქალაქის შემოსვლა? „ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის …

„ვისურვებ, ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა“ – ბრიტანეთის ელჩი პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, თავისუფალი მედიის მუშაობა და ამომრჩევლის უფლება მიიღოს კანდიდატებისგან მკაფიო საარჩევნო პროგრამა – ამ საკითხებს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, როცა მას წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით არჩევნების ძირითად რისკებზე ვკითხეთ. მარკ კლეიტონი დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს არჩევნების თავისუფალ …

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში [ფოტო]

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმშო ლონდონის სკვერში, „დიდი ბრიტანეთის სეზონი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული დღეები საქართველოს რამდენიემ ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმში. ბავშვებსა და მოზარდებს კითხვები დაუსვეს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. მათ საჩუქრად გადაეცათ სიმბოლიკიანი გულსაბნევები,  გაერთიანებული სამეფოს დროშა, ჩანთები და სხვადასხვა  აქსესუარები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრიტანეთში არსებულ უნივერსიტეტებზე და განათლების შესაძლებლობაზე. ღონისძიებაზე ელოდებიან ბრიტანეთის …

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება, პროექტის – „დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში. ეს არის საგანგებოდ შედგენილი პროგრამა, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას და ის სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. ასევე, ქალაქებში, – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სეზონის განმავლობაში ბრიტანეთის საელჩო იმოგზაურებს საქართველოში, სხვადასხვა ადგილებში. …

Exit mobile version