ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …
Tag Archives: ბლექ სი არენა
„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის
მუსიკალურმა ჯგუფმა The Killers-მა, რომელმაც გუშინ, 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი ჩაატარა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა. ბოდიშის მოხდა ჯგუფს ინციდენტის გამო მოუწია, რომელიც კონცერტის მსვლელობის დროს მოხდა. 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქე იყო. ამ ინფორმაციის მიღებამ …
Continue reading “„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის”
One Republic-ი ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს
10 ოქტომბერს Black Sea Arena-ზე ამერიკული ჯგუფი One Republic-ი კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 6 მარტიდან საიტზე: bsa.ge. ბილეთის ფასი 80- 300 ლარია. One Republic-ი ამერიკული პოპ-როკბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ მიაღწია კომპოზიციით – Apologize. One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human-ი და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea …
Continue reading “One Republic-ი ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს”
7 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
7 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 07/ 09/2019 თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena– თბილისი #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 …
Continue reading “7 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება”
Jessie J-ს კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება
თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს – №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები …
Continue reading “Jessie J-ს კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება”
შეკვეთილში Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს
16 ივნისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში – „ბლექ სი არენა” ამერიკული მუსიკალური ბენდი Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს. ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 -ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე: TKT.ge-სა და Eventer.ge-ზე. ბილეთის ფასი 50-დან 250-მდე …
Continue reading “შეკვეთილში Black Eyed Peas-ი კონცერტს გამართავს”
„ბლექ სი არენა“ კონცერტებისთვის წელს 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს
„ბლექ სი არენა ჯორჯია“ 2019 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტსა და ღონისძიების ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ღონისძიებები სახელმწიფო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. „კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ადგილობრივი შემსრულებლებისა და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების [DJ] პროვაიდერ სააგენტოებთან. ასეთი სააგენტოები კი არ არიან დაინტერესებული ტენდერში …
Continue reading “„ბლექ სი არენა“ კონცერტებისთვის წელს 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს”
„გოუ რობ, გოოოოოუ!” – რობერტ პლანტის კონცერტი შეკვეთილში
როკ-ენ-როლი სიყვარული, ცეკვა, მხიარულება და იმავდროულად დიდი პროტესტიცაა ყველაფერზე, რაც ამ სამს ოდესმე ხელს შეუშლის. როკ-ენ-როლი არც სქესს და ასაკს ცნობს: ამაში რობერტ პლანტის კონცერტამდე ორი საათით ადრე, „ბლექ სი არენას“ ეზოშიც კი დარწმუნდებოდით. პლანტის მსმენელებს ასაკი არ აქვთ: ბაბუა-ბებიები, მშობლები და შვილები, შვილიშვილები: სასწაულის მომლოდინე სახეებით ყველა იღიმის. ყველა კარგ ხასიათზეა. მსმენელი ჯერ ეზოში …
Continue reading “„გოუ რობ, გოოოოოუ!” – რობერტ პლანტის კონცერტი შეკვეთილში”
სერ ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში [+ფოტო]
ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ ელტონ ჯონმა, 30 ივნისს, საკუთარ ბენთან ერთად შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ორსაათიანი კონცერტი გამართა. „ბლექ სი არენას“ კარი საღამოს , დაახლოებით ექვს საათზე გაიღო. კონცერტის დაწყებამდე ადგილზე მისული მაყურებლისთვის, დიდ ეკრანზე არგენტინა–საფრანგეთის თამაშიც უჩვენეს. როგორც აღმოჩნდა, სერ ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. კომპანია „ისთერნ პრომოუშენის” ინფორმაციით მათ მუსიკოსის სხვა მოთხოვნებთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი …
Continue reading “სერ ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში [+ფოტო]”
ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს. კერძოდ, 19 და 20 მაისს ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენ ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.
ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით რკინიგზამ რეისი დაამატა
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. 19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ. დამატებითი რეისის მიხედვით: მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის …
ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენაზე“
ოზურგეთის სოფელ ნატანებში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლები და მღრღნელები აღმოაჩინეს, რის გამოც შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ დეზინფექციას და შეწამვლით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საფრთხის წინაშე დგება საკონცერტო დარბაზის მომსახურე პერსონალი და დარბაზის ინვენტარი, რომელიც შესაძლოა დააზიანონ მღრღნელებმა. „დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ქვეწარმავალი და …
Continue reading “ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენაზე“”
შეკვეთილში ვანესა მეის კონცერტი იწყება
დღეს, 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლეს სი არენაზე” ვირტუაზი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ბლექ სი არენაზე“ ამბობენ, რომ ვანესა მეი სცენაზე სავარაუდოდ 21:30 საათზე გამოვა. კონცერტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. tkt.ge-ს მონაცემებით, კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. ვანესა მეი ბრიტანელი მუსიკოსია, რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. 2006 …