მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად. ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა …

40 ათასი ლარი საბაგიროს დემონტაჟისთვის მწვანე კონცხზე

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მწვანე კონცხზე მდებარე საბაგირო გზის დემონტაჟისთვის  ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. დემონტაჟისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, რომლის პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ასევე ბიძინა ივანიშვილია. კომპანია 49 წლით მწვანე კონცხის პლაჟსაც ითხოვდა. ამ თემაზე: რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ …

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …

სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებულ საერთო საცხოვრებლის შენობის საძირკველთან მორიგი მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს. აქ სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. ამოღებული ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში უნდა გადაიტანონ. ამ ადგილიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ საერთო საცხოვრებლის შენობასთან ერთად შეიძინა, ამ დროისთვის 4 ხეა გადასატანად გამზადებული. კომპანია „ზიმოში“ [ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვს] გვითხრეს, რომ მათ ამ ადგილიდან …

მწვანე კონცხის საბაგიროს დემონტაჟისთვის მერია 43 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია 43 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს მწვანე კონცხზე მდებარე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის. „როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. „რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ …

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 591 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – საერთო ფართობით – 50,1 კვ/მ, …

მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა

ბათუმში მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა. აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც …

მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ …

Exit mobile version