დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში (ბაუ), ფიზიოლოგიური მშობიარობისას 42 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გარდაცვლილი ქალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. „ექსპერტიზა უტარდება უკვე და გაირკვევა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს. ჩვილი დარჩა ჩვენთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ახალშობილთა რეანიმაციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.
Tag Archives: ბაუ
ბათუმში ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს
ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან. დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა. „გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების …
Continue reading “ბათუმში ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს”
ბათუმში, კლინიკა „ბაუ-ში“, 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეს კლინიკა „ბაუ-ს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ინფორმაცია დაადასტურა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა. როგორც კლინიკა ბაუ-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, კოვიდ19-ით ინფიცირებული პირი დამლაგებელია. „დერეფნებს და ღია სივრცეებს ალაგებდა, ამიტომ შეხება არ ჰქონია არც პაციენტებთან და არც მედპერსონალთან. ინფიცირებული პირი იზოლირებულია და გადაყვანილია კლინიკაში. ველოდებით განმეორებით ტესტირებას. იმ დღეს იმ განყოფილებაში ვინც იმყოფებოდა, ყველას ჩაუტარდა …
Continue reading “ბათუმში, კლინიკა „ბაუ-ში“, 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა”
წამებში გადარჩენილი სიცოცხლე – აორტის დისექციის ოპერაციები საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“
„გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თქვენი მეუღლე გადარჩა“ – ამ სიტყვებს ნინო დოლიძე 9-საათიანი ოპერაციის განმავლობაში ელოდა კართან, რომლის მიღმაც მის მეუღლეს აორტის დისექციის (განშრევების) ურთულეს ოპერაციას უკეთებდნენ. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაეწერება კიდეც. „ჩემს მეუღლეს არაფერი სტკიოდა, არც კი ვიცოდით, რომ გულის კედლები ფურცელივით ჰქონდა გათხელებული, ეს პირველად საავადმყოფოში გვითხრეს …
მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია
ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. სასწრაფოს ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით 40 წუთის წინ მიიღეს. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. „ქალი თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და …
Continue reading “მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია”
იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
კომპანიას, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეკუთვნის, აღარ აქვს ვალდებულება დაწესებულებას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰოსპიტლის ყიდვით თუ მრავალწლიანი იჯარით აღებით არაერთი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ჰოსპიტლის მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰოსპიტლის პროფილის შეცვლასა და შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას ამ სამედიცინო დაწესებულებაში კატეგორიულად უარყოფენ. „ჰოსპიტალი ჩვეულებრივად უწყვეტად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას, სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით, ამასთან, არანაირი …
Continue reading “იყიდება თუ არა ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”