ბაკურიანში კოტეჯიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს – „რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“

ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს. ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა. მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი …

2 ბინას და რუსეთში დასახლებას მთავაზობდნენ, უარი ვთქვი – ექვსგზის ჩემპიონი კობა წაქაძე

„არწივებს ვაკვირდებოდი ხშირად, როგორ დაფრინავდნენ. აფრენის დროს თავი დაბლა ჰქონდათ დახრილი და ფრთებს მჭიდროდ იკრავდნენ ტანზე, აფრენის მერე ნელ-ნელა შლიდნენ ფრთებს და თავსაც მაღლა სწევდნენ. ასე ვისწავლე ბუნებისგან ფრენა“, – ამბობს 88 წლის კობა წაქაძე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში. როცა მსოფლიო პრესა წაქაძის ტრამპლინიდან ხტომის უნიკალურ სტილზე წერდა, …

ნახევარი მილიონი რესტორნის და ადმინისტრაციის შენობისთვის ბაკურიანის პარკში – კიდევ რა შენდება?

512 635 ლარი, ანუ ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება მხოლოდ რესტორნის და ადმინისტრაციული შენობის მოსაწყობად ბაკურიანის პარკში, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. ეს არაა ერთადერთი ობიექტი, რომლის ასაშენებლადაც ბაკურიანის პარკი უკვე მოღობეს და ამ ზაფხულს იქ თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებთ – ბაკურიანის პარკში სამშენებლო სამუშაოებია გაჩაღებული: აცემენტებენ, ასხამენ, არმატურებს ეზიდებიან… „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“ აქ ბიუჯეტიდან 9 …

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც. „ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა …

ვინ მოაწყო „რუსული ბანაკი“ ბაკურიანში

„რუსულ ბანაკში“ ბავშვები, 15-17 წლის მოზარდები, ისევ შეკრიბეს. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი ამას აფინანსებს… მაგრამ წელს მე აღარ გამიშვია ბავშვი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლარისა აგაბალაევა. იგი „რუსეთის თანამემამულეთა კავშირის“ ხელმძღვანელია და სენაკში მუშაობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „რუსული ბანაკი“ წინა ორი წლის მსგავსად, წელსაც მოაწყო „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირმა“ ბაკურიანში, …

წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები დღეიდან თაროებზეა

„საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“ –  პირველად საქართველოში, წყალი „ბაკურიანი“ სათამაშო ბოთლების წარმოებას იწყებს, რომლის ეტიკეტის შეფუთვაც უოლტ დისნეის   გმირებით იქნება გაფორმებული. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ კომპანია უოლტ დისნეი დსთ-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება  2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას დისნეის პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება. დღეიდან,  ყველასათვის საყვარელი გმირები –  ელზა, ანა და ოლაფი დისნეის …

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში შემავალი ობიექტებია: ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; ასევე რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი და პორტერის ტიპის ორთქლმავალი. ძეგლის სახეობა: საინჟინრო-არქიტექტურის-მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული; რკინიგზის ხაზის მშენებლობა: 1897-1906 წ.  

Exit mobile version