სსიპ – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების შეძენის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარი გამოეყო. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა.