10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა. „წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო …
Tag Archives: ბავშვზე ზრუნვა
„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის
თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს. 7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის …
ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს სავარაუდო სუიციდის შემთხვევამ დაადასტურა სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური სამსახურების არაეფექტურობა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისუსტეები და პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში. ქობულეთის შემთხვევაში კი პრობლემაა ისიც, რომ მაგალითად, მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება მუნიციპალიტეტს და მას ერთდროულად 80 ბავშვთან უწევს მუშაობა. „ბათუმელები“ დიდი …
Continue reading “ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო”
რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში
ქობულეთის მერიაში ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა. განყოფილება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილია, რომლის წლიური დაფინანსება 151 250 ლარია. განყოფილებაში, რომელმაც ბავშვზე ძალადობის თუ სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა შეისწავლოს, 5 ადამიანი მუშაობს. მათ შორის 3 სოციალური მუშაკი და 1 ინსპექტორი. რას აკეთებს და როგორ ესმით განყოფილებაში ბავშვზე ზრუნვა, …
Continue reading “რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში”
აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა
დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც …
Continue reading “აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა”