„ხაჭაპურის ინდექსის“ მაისის მონაცემებით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ხაჭაპური გაიაფდა, გამონაკლისი ბათუმია. აპრილთან შედარებით ერთი საშუალო ზომის იმერული ხაჭაპური ბათუმში 6.6 %-ით გაძვირდა. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ …
Tag Archives: აჭარული ხაჭაპური
ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს
„დაძაბულობა, კამათი, ყვირილი, შეურაცხყოფა ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი რუსეთის მოქალაქე მენეჯერი და მზარეულები აიყვანეს, დაძაბულობამ იმატა. ამბობდა განვითარება გვინდა, ამიტომ მოვიყვანე ეს ხალხიო“, – გვიყვებიან რესტორან „რეტროს“ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, მიმტანის ცემის ფაქტის შემდეგ სამსახური ყველამ დატოვა მფლობელის ნათესავების გარდა. რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება …
„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები
ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა. „აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია. „რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ. თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს. …
მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავეს
ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, პოლიციამ ძალადობის მუხლით დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს, დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს …
Continue reading “მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავეს”
რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში რესტორნის მიმტანის ცემის საქმეზე. გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ დღეს მოაწოდა. ის კონფლიქტის თვითმხილველია. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს …
Continue reading “რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს”
TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა
მსოფლიო კერძების ატლასმა – tasteatlas.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში 100 საუკეთესო ტრადიციული კერძის სია 2020 წლისთვის, ამ ჩამონათვალში ხაჭაპური 23-ე ადგილზეა. tasteatlas.com – ის აღწერის მიხედვით, ხაჭაპური პოპულარული კერძია საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხაჭაპურს სხვადასხვაგვარად ამზადებენ. მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის წელს პირველი ადგილი პიცა მარგარიტამ დაიკავა ნაპოლიდან, მეორე ადგილს თურქული ქაბაბი …
Continue reading “TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა”
რას წერს გერმანული შპიგელი აჭარულ ხაჭაპურზე
აჭარული ხაჭაპურის შესახებ გერმანული გამოცემა სტატიას ძველი ლეგენდით იწყებს, როცა ღმერთი დედამიწას ანაწილებდა. გამოცემა მსოფლიოს განაწილების პროცესში „ქართველების კვლავ დაგვიანებაზე“ და იმაზე წერს, როგორ ახსნეს დაგვიანების მიზეზი ღმერთთან გამოცხადებულმა ქართველებმა: შენს სადიდებელ წვეულებას ვმართავდითო. და ღმერთმაც ქართველებს საკუთარი ბაღი – „საქართველო“ უბოძა. ამ შესავლის შემდეგ ავტორი აღწერს საქართველოს, როგორც ბავარიის მიწაზე პატარა ქვეყანას, რომელიც კავკასიონსა …
Continue reading “რას წერს გერმანული შპიგელი აჭარულ ხაჭაპურზე”
ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა
ამერიკულმა კომპანია ,,af&co”-მ 2019 წლის ტენდენციებში აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა, ქართული სამზარეულო კი – წლის სამზარეულოდ. ,,af&co” საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. აჭარული ხაჭაპური წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე, ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.
ხაჭაპურის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორი რამდენიმე კერძო პირია და შპს „გუნდა“. საქართველო პირველად მონაწილეობს საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია გამოფენის ფარგლებში წარადგენს ქართულ ხაჭაპურს. რამდენიმე დღის წინ პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის …
Continue reading “ხაჭაპურის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
აჭარული ხაჭაპური ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა. „Tasteatlas“-ის აღწერით „ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული …
Continue reading “აჭარული ხაჭაპური ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა”