აჭარის განათლების სამინისტრო #23-ე სკოლის ადგილმონაცვლეობას გეგმავს

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის  #23 -ე საჯარო სკოლისთვის, რომელიც მახვილაურში მდებარეობს, ახალ შენობას ააშენებს. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ავტობანის მშენებლობაა: „იმ ადგილზე, სადაც #23-ე სკოლა მდებარეობს, ავტობანი გაივლის. ამიტომაც სკოლისთვის ახალ შენობას სამინისტრო სხვა ადგილზე ააშენებს,“ – განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში. ახალი სკოლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს.

ავიაშოუ – პირველად ბათუმში

25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან  ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team”-ის  ავიაპილოტაჟი სანახაობრივ შოუ -„FlyFest Georgia”-ს გამართავს. ექვსი საჰაერო  ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  აჭარის რეგიონისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა: „გარდა ბუნებრივი ლანდშაფტისა და …

აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე

დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ პრემიერა გუშინ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა. პრემიერას, ძირითადად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  რადგან  ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ დახურეს ჩვენება. „კინოთეატრ „აპოლოში“ 154 ადგილია  და ვინც მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დარბაზში“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. მისივე ინფორმაციით, პრემიერაზე  მოსაწვევ პირთა სია სამინისტრომ …

პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერეს

5 მაისს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერა, თუმცა თანამდებობა სკოლის ორმა სასწავლო ნაწილმა – ნინო რუსეიშვილმა და ქეთევან თავაძემ დატოვა. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელზა ზაქარეიშვილის …

პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში

დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა. აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“ გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების …

განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძე დაინიშნა. მან ბოლო  17  წელი რუსეთში იცხოვრა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბადრი ნაკაშიძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი, მუშაობდა პროკურატურაშიც. როგორ და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ბადრი ნაკაშიძე მინისტრის მოადგილედ და რა აკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის მამასთან? ამ და სხვა …

აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …

ვაკანსია აჭარის მთავრობაში

აჭარის განათლების სამინისტრომ სამ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სამინიტრო კონკურსის წესით იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს, კულტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და კულტურის დეპარტამენტის უფროსს შეარჩევს. კონკურსის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 2017 წლის 12 აპრილს გამოცხადაა. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადებების მიღება იწარმოებს 21 აპრილის ჩათვლით.

კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად   კონკურსის პირველი  ეტაპი  გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  საბუთები განათლების სამინისტროში, 16 იანვრიდან  28 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც 2017  წლის  პირველი  მაისიდან  26 ივნისის  ჩათვლით ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის …

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც  23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს. 2017 წლის  …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

განათლების სამინისტრო: გათბობა ხვალიდან ბათუმის ყველა სკოლაში ჩაირთვება

“ბათუმელების” ინფორმაციით ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში დღეს ცენტრალური გათბობა არ იყო ჩართული. ინფორმაცია დაგვიდასტურეს აჭარის განათლების სამინისტროში. პრესსამსახურის მონაცემებით, ტექნიკური ხარვეზების გამო, გათბობა ვერ ჩაირთო ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ახალ შენობაში, ასევე მე-16 და 23-ე სკოლებში. “პრობლემა იყო ტექნიკური ხასიათის და იგი ხვალისთვის აღმოფხვრილი იქნება. რაც შეეხება პირველი სკოლის ახალ კორპუსს, იქ თავად სამშენებლო კომპანიაზეა …

თურქეთის საკონსულოს კომენტარი ბათუმში თურქულ სკოლასთან დაკავშირებით

„ეს სკოლა არის თბილისში თურქეთის საელჩის დაქვემდებარებაში, თბილისში ჩვენი საელჩო მუშაობდა ამ სკოლის გახსნის პროცესზე, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ ამ პროცესს. შესაბამისად, 19 სექტემბერს დაიწყო სწავლა ამ სკოლაში. სკოლა მოემსახურება თურქეთის მოქალაქეების ბავშვებს. უამრავ ქვეყანაშია მსგავსი სკოლები და ასეთივე გაიხსნა აქაც, საქართველოში“, –  განაცხადეს საკონსულოში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აქვს თუ არა სკოლას ავტორიზაცია …

აჭარის ბიუჯეტიდან სამი ადგილობრივი ბენდი 68 723 ლარით დაფინანსდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამი ბენდის პრომოუშენს 68 723 ლარით დააფინანსებს. როგორც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამბობს, ბენდები კონკურსის საფუძველზე შეირჩა. „მოთხოვნა იყო, რომ ბენდები ყოფილიყვნენ აჭარაში რეგისტრირებული, მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილებით, ჰქონოდათ სტუდიური ჩანაწერი, ქმნიდნენ საავტორო მუსიკას და მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული სხვადასხვა ფესტივალებზე და კონცერტებზე“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ და …

Exit mobile version