ბობოყვათის სამკერვალოში მინიმუმ 15 პირი მოიწამლა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 29 ივლისს, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან მინიმუმ 15 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის ორ და ბათუმის ერთ კლინიკში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინტოქსიკაცია გამოიწვია ან ბუნებრივმა აირმა, ან წყალმა, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. „ბათუმელები“ ტექსტილის წარმომადგენელს, გია ლომინაძეს …

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი …

მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება

კომპანია „აჭარა ტექსტილე“ ეხმაურება „ბათუმელებში“ გუშინ, 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას „რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ“. სტატიაში რამდენიმე მკერავი შიშობს იმაზე, რომ მათი შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის. სტატიაში წარმოდგენილი იყო კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ პოზიციაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ შავაძემ, რომელიც დღეს, 22 მარტს დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ სტატიაში არაა სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ …

რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს შაბათია და ვისვენებთ. ორშაბათიდან არ ვიცი, რა იქნება… გუშინ ტანსაცმელის კერვაზე ვიმუშავეთ ყველამ, რადგან დოლბანდი არ იყო და მაგას ველოდებით. სადეზინფექციო ხსნარები გვაქვს, სხვა არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ მუშაობს. ამ საწარმომ 500 ათასი პირბადის დამზადება დააანონსა. მკერავები, რომლებიც პირბადეებს კერავენ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ – ისინი …

Exit mobile version