ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება. ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა …
Continue reading “ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება”