საპროტესტო აქცია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით | Live

ბათუმში დღეს, 13 მარტს, „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც დღეს მუსიკოსებიც შეუერთდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo. „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და …

„შეაჩერე!“ – ბულვარის დამცველები აჭარის განათლების მინისტრს მიმართავენ | აქცია ბათუმში

აჭარის განათლების სამინისტროსთან დღეს, 2 მარტს, შეიკრიბნენ ბათუმის ბულვარის დამცველები, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას. ისინი აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ, ბათილად ცნოს ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან შენობაზე გაცემული ნებართვის კანონიერება და შეაჩეროს მშენებლობა. ნახეთ პირდაპირი ჩართვა აქციიდან: „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე …

აქცია ბულვარის დასაცავად – ვითხოვთ ამბასადორის მშენებლობის შეჩერებას

დღეს, 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის დამცველები შპს „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ, საპროტესტო აქცია ბულვარის კოლონადებთანაა დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა ბულვარში მშენებლობის შეჩერებაა. მათივე განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი პეტიციაა, რომელსაც 5 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა პეტიციის მოთხოვნა ბათუმის …

აჭარის მთავრობა: ბულვარის კონსერვაცია წელს ვერ მოხდება

ბათუმში, ევროპის მოედანზე ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას აჭარის მთავრობა განცხადებით გამოეხმაურა. „მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ …

არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოაწოდა, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. „გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების …

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური …

Exit mobile version