უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით. ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“. „ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და …

აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის შერჩევაზე კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა. ამ კვოტაზე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოდან, ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ დააკვირდებიან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დაუჭირონ მხარი. „გამომდინარე იქედან, რომ მმართველმა …

„არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელში ქართულ ოცნებას“ – ენმ-ის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. დღეს, 4 ივნისს, პარტიის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, ასმათ დიასამიძემ, გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა და ამაზე მიუთითებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ, 3 ივნისს გაავრცელა. ნათია ზოიძე აჭარის …

აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე

აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ …

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რაც ნაწილობრივ მიაწოდეს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი …

ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 7 მარტს ცნობს

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 6 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ საკითხად ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის, ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილება. დადგენილება უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საჭოს პლენარული სხდომა კი 7 მარტსაა ჩანიშნული. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს დეპუტატები 6 მარტის ბიუროზე განსაზღვრავენ. მიმდინარე წლის 10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, …

უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი. ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და …

Exit mobile version