ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, არჩილ ბარამიძე, ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 სექტემბერს შეუფარდა. გამოძიება ბათუმის მერიის უკვე ყოფილ თანამშრომელს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. „ის არ ცნობს თავს დამნაშავედ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა სიმონ ასათიანმა, რომელიც არჩილ ბარამიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატი მოსამართლეს ბრალდებულის 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ …

ბათუმის მერმა 5 ახალი თანამდებობის პირი დანიშნა

ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილე ბათუმის მერიაში თანამდებობაზე დანიშნეს – არჩილ ბარამიძე ბათუმის სპორტულ ცენტრს უხელმძღვანელებს. არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები …

„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირას საცხოვრებელი კოტეჯები შენდება. კოტეჯებს სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებენ. მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია. კოტეჯების მშენებლობასთან ადგილობრივებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე ბევრჯერ უნახავთ. ამას ჩინოვნიკიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კოტეჯები მისი არ არის. ამავდროულად, ჩინოვნიკი უკანონო მშენებლობას არ …

ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან

„ხელვაჩაურის მერის მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდება. მას დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე, დილის 11 საათზე შევხდით და ფოტოები გადავუღეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე. მან გვაჩვენა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საჭესთან არჩილ ბარამიძე არ ზის. არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის …

Exit mobile version