თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.
Tag Archives: არჩევნები2016
„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში რვა უბნის ოქმის ბათილობას და საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ბათუმში # 79 ოლქში რვა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და იმ საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით დათვალეს. „ დარღვევები მნიშვნელოვანია და ძირითადად დაკავშირებულია უბნის შედეგების ბალანსთან. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ოქმებს ასევე აკლია აუცილებელი …
დავით ბერძენიშვილი: „ოცნება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა”
ბათუმში მდებარე #51-ე უბანთან შელაპარაკება მოხდა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი: “ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. …
მაჟორიტარი კანდიდატი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული
გია აბულაძე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ყოფილი განათლების მინისტრი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გახდა. ბატონო გია, რას ჰპირდებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა მოგცეთ ხმა? პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური გუნდი ჰყავს, რომელსაც არა მარტო თეორიული ცოდნა, გამოცდილებაც …
უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა
8 ხმით 5-ის წინააღმდეგ – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა. უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, …
Continue reading “უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა”
საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია ხვალ დასრულდება
loუსკოს ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს იწურება. საარჩევნო ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა თითოეულ საარჩევნო კომისიაში. როგორც უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “2016 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ბლოკის შექმნის მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს“.
მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ
წინასაარჩევნო გზავნილებიდან ისევ რთულია გამორკვევა, პოლიტიკური პარტია მემარჯვენეა თუ მემარცხენე. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ისევ სოციალურ კეთილდღეობას, სწრაფად გამდიდრებას და შემოსავლების გაზრდას ჰპირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური დიფერენციაცია, რის გამოა ისევ არეული მემარჯვენე-მემარცხენე ძალების პოლიტიკური გზავნილები და გველოდება თუ არა წინ არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მივა არა პიროვნებების, არამედ იდეების მხარდასაჭერად? – ამ …
Continue reading “მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ”
უსკომ კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია
დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კენჭი უყარა კომისიის მდივნობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა უსკოს ოფიციალურ ფესიბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, ექვსი ხმით, ზურაბ გოლიაძე აირჩია: „უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კომისიის მუდმივმოქმედი სამი წევრი – ზურაბ გოლიაძე, სოფიო კახაძე და თორნიკე მჟავანაძე დასახელდა. კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი 6 ხმით ზურაბ გოლიაძე გახდა. …
Continue reading “უსკომ კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია”