„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ …

ხიჭაურში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ონლაინსწავლება ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს

„ბათუმელებს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ, რომლებმაც მოგვწერეს, რომ უნივერსიტეტში ამ დრომდე არ მიმდინარეობს ონლაინსწავლება. „მხოლოდ ფორმალურად განაცხადეს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთი ლექტორი გვეუბნება, გასაცემია ხელფასების ძველი დავალიანება. საკმაოდ დიდი თანხა“, – გვწერს პირი, რომელიც ამბობს, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი ოფიციალურად 1-ელ მარტს შეაჩერა. ამის შესახებ ვებგვერდზეც აქვს ინფორმაცია …

ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ

20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს. „ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული. 60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ …

სხალთელი მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე საუბრისას სოფელ ხიჭაურში ხმას იდაბლებენ ან პირზე ხელს იფარებენ – არავინ გაიგოს და ამბავი არ მიუტანოსო. ამბობენ, რომ მას ამბის მიმტანი ბევრი ჰყავს. მანამ, სანამ ხელისუფლება ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას ეკლესიას გადასცემდა, სხალთის მთავარეპისკოპოსი ყველაზე მეტ დროს ხიჭაურში ატარებდა. ახლა, ძირითადად, ბობოყვათში ათევს ღამეს. ის ხიჭაურში საპატრიარქოს მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორია დაარსების დღიდან. …

Exit mobile version