Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული. „პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული …

ირინა ტორონჯაძის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 27 ივნისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „უბრალოდ“. გამოფენაზე მხატვრის მიერ  ჟანრობრივად განსხვავებული ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „სიყვარულზეა ჩემი ნახატები. სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, მე ასე ვფიქრობ და ჩემი შემოქმედება არის სიყვარულის ინტერპრეტაცია,” – ამბობს „ბათუმელებთან“ მხატვარი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ბოლო წლების …

წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585 

2018 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს 118 719 ვიზიტორი ეწვია, ხოლო ბათუმში არსებულ სხვა მუზეუმებს – 37 585 ვიზიტორი. აჭარის მთავრობის სსიპ-ის – აჭარის მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ხელოვნების მუზეუმს 10 750 ვიზიტორი ჰყავდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს – 11 791, არქეოლოგიურ მუზეუმს – 13 049, ხოლო ნობელების მუზეუმს – 1 995 ვიზიტორი. აჭარის ტურიზმისა …

18 მქარგველი ქალი ფეისბუქიდან საგამოფენო სივრცეში

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 18 ქალის ნაქარგები იყო წარმოდგენილი. მქარგველი ქალები სხვადასხვა ქალაქიდან ფეისბუქჯგუფმა – „ქარგვა ხელოვნებაა“ გააერთიანა. ჯგუფში ქალები ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს უზიარებდნენ, მოგვიანებით კი გაჩნდა გამოფენის იდეა. პირველი გამოფენა თელავში ჰქონდათ, მეორე კი დღეს ბათუმში გაიხსნა. გამოფენაზე ბათუმში მცხოვრები ნანა კარგიშვილის ნამუშევრებიც იყო …

„საუბრები ესმა ონიანზე“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 22 ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარისა და პოეტის, ესმა ონიანის წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელიც პროექტი „საუბრები ესმა ონიანზე“ ფარგლებში ჩატარდა. პრეზენტაცია მსახიობმა ნინო კასრაძემ წარმოადგინა. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ესმა ონიანის შემოქმედების პოპულარიზება წარმოადგენს.  ნინო კასრაძის თქმით, ესმა ონიანს, მუხედავად მისი კოლორიტული შემოქმედებისა, ახალგაზრდობა თითქმის არ იცნობს: „ესმა ონიანი გენიალური ხელოვანია, მისი შემოქმედება ფილოსოფიური …

ღია კარის დღე ხელოვნების მუზეუმში

დღეს, პირველ ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბავშვთა უფლებების დაცვის დღის ფარგლებში ღია კარის დღეა. მუზეუმში ევროპელი და ქართველი მხატვრების მიერ ბავშვების თემაზე შესრულებული 20 ნამუშევრის გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა – „ბავშვთა პორტრეტები მხატვრობაში“ მუზეუმში პირველად 2014 წელს გაიმართა და ამ ხნიდან მოყოლებული, ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად პირველ ივნისს ტარდება. წარმოდგენილია ამედეო მოდილანის, ოგიუს რენუარის, დიეგო ველასკესის, ნიკო ფიროსმანის, …

Exit mobile version