როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს

ბათუმის ცენტრალური პარკის მთავარი მშვენება, ნურის ტბა, თავიდან კოღოების ბუდე და მალარიის გავრცელების წყარო იყო ქალაქისთვის. ტბის ირგვლივ პარკის მოწყობა 1881 წელს დაიწყო. პარკს თავიდან რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ ერქვა, მერე სახელი ბევრჯერ შეუცვალეს. 1932 წელს კულტურისა და დასვენების პარკად გადააკეთეს, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, მერე – პიონერთა პარკად. 2006 წლიდან კი 6 …

რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადების უკან, შუა მინდორში ბეტონი დააგეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით აქ ჰაერის მონიტორინგის ჯიხური უნდა განთავსდეს.  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიას დავუკავშირდით. ბათუმის მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვაწოდა პასუხი კითხვებზე – რა შენდება ამ ადგილზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი და სამუშაოები შეთანხმებულია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურებთან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ …

„ცეროდენასთან“ ცენტრალურ პარკში სავალი ბილიკი მოღობეს – მერიაში არაფერი განმარტეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კაფე „ცეროდენასთან“ სავალ ბილიკზე გავლას ვეღარ შეძლებთ. აქ იმ შემთხვევაში მოხვდებით, თუ კაფეს მომსახურებით ისარგებლებთ და საზოგადოებრივი სარგებლობის ბილიკზე განთავსებულ მაგიდასთან დაჯდებით. რატომ არ რეაგირებს ბათუმის მერია, მერიასთან ახლოს, ქალაქის ცენტრში სავალი ნაწილის მისაკუთრებაზე? – ბათუმის მერიის პრესცენტრს დღეს დილით მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის პრესცენტრს ვუთხარით ისიც, რომ …

სასწრაფოდ იყიდება ბინა ბათუმში, ცენტრალურ პარკთან

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან, ძელ აშენებულ 5-სართულიანი კორპუსის, მე-5 სართულზე სასწრაფოდ იყიდება 108,45 კვ/მ ფართობის კუთხის ბინა, ტბის ხედით. ბინაში ძველი რემონტია, შესაძლებელია ორად გაყოფა და აქვს დაშენების პერსპექტივა. ფასი: 69 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. დაგვიკავშირდით : 555 72 99 69 ან 597 09 55 09  

ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. ბათუმის მერიის განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ახლა ბეტონია, კაუჩუკის ზედაპირი დაიგება. „ცენტრალურ პარკში საბავშვო სათამაშო მოედანი ეწყობა.  მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგება კაუჩუკის საფარი. კაუჩუკის ზედაპირის მოწყობის მიზნით, დაგებულია ბეტონის საფარი, რომლის სათანადოდ …

ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას  უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული …

მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ.  თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც. „ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა. „რა ვიცი, ალბათ არა, “- …

Exit mobile version