რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ. ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. …

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი

„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის …

„ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

„პირველად ჩვენს ოჯახში გეოლოგები 2008 წელს მოვიდნენ და დასკვნაც დაწერეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია. ჩვენ ისევ აქ ვცხოვრობთ…“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. ის ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც ორი დღის წინ მეწყერმა სახლი წაიღო. გუშინ მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 14 წლის ბიჭის ცხედარი მხოლოდ დღეს იპოვეს. მიწის უზარმაზარმა მასამ ლევან …

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

„ლევან თედორაძეც ითხოვდა დახმარებას, სახლი დაბზარული იყო და მესერიდან წყალი გამოდიოდა…“ – გეტყვიან ქვედა ჯოჭოში. ამ სოფლის და ლევან თედორაძის შესახებ ბოლო ორი დღეა ყველამ გაიგო – ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ლევან თედორაძის დ მაია ბერიძის სახლი მიწაში დამარხა. სახლში ლევან ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო. მეწყერმა ავტომანქანაც წაიღო, რომელშიც ორი კაცი იჯდა და ლევან …

Exit mobile version