ბათუმ-ქობულეთის დაბლობები პირველ კატეგორიაში – ქარსაფარი ზოლის აღდგენის ახალი წესი

2022 წლის პიველი აპრილიდან ამოქმედდება დადგენილება, რომლითაც მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ დაამტკიცა. ქარსაფარი ზოლის აღსადგენად, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტები დაყოფილია სამ კატეგორიად: პირველი კატეგორია – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია); მეორე  კატეგორია – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც  დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო …

აჭარაში სახელმწიფომ 662 ჰა ქარსაფარი ზოლი უნდა აღწეროს – ინვენტარიზაციის გეგმა დამტკიცებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 2024 წელს აჭარაში 662 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის [მიწის ბალანსი] შესაბამისად.“ ამდენად, „ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის …

სახელმწიფო ქარსაფარი ზოლების აღწერას და საკუთრებაში რეგისტრაციას იწყებს

მთავრობა საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირებას, ინვენტარიზაციასა და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იწყებს. ამ მიზნით მთავრობამ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციისთვის სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა დასჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, …

ქობულეთში ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ

ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზის გასწვრივ ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ. სოციალურ ქსელში გამოითქვა მოსაზრება, რომ ქარსაფარ ზოლს ანადგურებენ, რადგან იგი ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის მორიგი ხის გადატანას. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ მხოლოდ ქარსაფარი ზოლის ხეების გადაბელვა ხორციელდება. „ეს არის გეგმიური სამუშაო, რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს,“ – გვითხრა ზაზა კაიკაციშვილმა, ქიბულეთის მერიის …

Exit mobile version