„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო …
Tag Archives: ფულის გათეთრება
393 000 ლარის დანამატი დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე 393 ათას 784 ლარის ოდენობის დანამატი ისე გაიცა, რომ თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება – ასეთია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. აუდიტის სამსახურმა სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა. აღნიშნული სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის …
უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო
უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, გამოავლინეს უკრაინელი საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 5 მილიონი დოლარისა და 100 ათასი ევროს [15 მილიონზე მეტი ლარი] ოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის ფაქტი. ოფიციალური უწყებას თანახმად, თანხის გატანის მოსურნეებმა, ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს. ოფიციალურმა ორგანომ გამოძიება შესაძლო უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო. …
Continue reading “უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო”
მარიხუანა, ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი – ქვეყანაში 4 წელში 2 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს
2015-2018 წლებში საქართველოში უკანონო ბრუნვიდან 2 ტონაზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და 40 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებებია ამოღებული. ეს სტატისტიკა ასახულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 55 000 ე.წ. ინექციური ნარკოტიკების [პრობლემური] მომხმარებელია. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2015-2018 წლებში …
ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო
2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს. საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. …
Continue reading “ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო”
ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამას შეისყიდის
საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს. „ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ …