ოქროს სამკაულები და კოლხური კერამიკული შედევრი – ახალი აღმოჩენები ფიჭვნარის სამაროვნებზე

ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებზე ელინისტური ეპოქის არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენებს შორისაა ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულები, მინისა და მინისებური პასტის მძივები და მძივსაკიდები. ასევე, თიხის ჭურჭელი და სააღაპო მოედნები [მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა]. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, წელს მე-60 გათხრა მიმდინარეობდა ფიჭვნარის სამაროვნებზე. „ჩვენს ერამდე ძვ.წ-აღ-ის მეხუთე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლის ტერიტორიაზე შევისწავლეთ ადრეული სამარხები, …

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ. ამ თემაზე: ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], …

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე …

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ …

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ის „ცხელი წერტილია“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა. „ტყიდან, გზიდან შემოდიან მანქანებით და მიაქვთ სილა. გუშინაც იყვნენ შემოსულები. აზიანებენ აქ არქეოლოგების მიერ გათხრილ და …

Exit mobile version