24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …
Tag Archives: ფემიციდი
დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა”
„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო …
Continue reading “დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა””
მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა
დღეს, 25 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი …
Continue reading “მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა”
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ
დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს. დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“: „ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა, მე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ”