„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” მსჯავრდებულები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამ საქმეზე 2 ბრალდებული უკრაინელი ოფიცერი იყო, ერთი მათგანი კი საქართველოს მოქალაქე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი. მათ რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. “ისინი უკვე გამოვიდნენ ციხიდან, თავისუფლები არიან,” – გვითხრა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ. ის ბრალდებულების ინტერესებს იცავდა. დღეს, 19 …

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ …

მოსამართლემ “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე” დაასრულა და თქვა – “ფაქტები ხელისგულზეა” 

„ფაქტები ხელისგულზეა“, – აღნიშნა დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმის“ განხილვა დაასრულა. თუმცა განაჩენის გამოცხადება გადადო. წინა სხდომაზე მოსამართლემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც დიდი ალბათობით გეტყვითო. „ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მჭირდება სამართლებრივი მსჯელობა,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას შემდეგ, როცა მან ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ადვოკატმა კი დასკვნითი სიტყვა …

რატომ გაახსენდა რომის იმპერია პროკურორს – „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“

“სად მიდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, არ მოგვისმენია,” – მიმართა ბრალდებულებს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, როცა მან დასკვნითი სიტყვის სათქმელად მოწმისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, მოსამართლისთვის უფრო ახლო მანძილიდან რომ ეჩვენებინა, რასთან გვაქვს საქმე. საუბარია “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე”, სადაც დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ამ საქმეზე ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის …

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს …

Exit mobile version