ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მერიიდან თანამშრომლის – გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. „…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში, რაც ახლა უკვე ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის სამუშაო მაგიდაზეა. მან 20 დღეში უნდა აცნობოს წერილობით პასუხი ომბუდსმენს. საუბარია „გოჩა მჟავანაძის საქმეზე“ – გათავისუფლებული თანამშრომელი …

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების …

საკრებულოს აპარატის ყოფილ უფროსს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელახლა გაესაუბრებიან

ბათუმის საკრებულომ სასამართლოს სამივე ინსტანციაში წააგო საქმე ლიანა დიასამიძის წინააღმდეგ. ლიანა საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსია, გათავისუფლების პერიოდში კი, საქმისწარმოების განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2015 წელს, ატესტაციის გასაუბრების ეტაპიდან ლიანა დიასამიძე გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებას საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი აწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიანა დიასამიძეს საკრებულომ ხელახლა უნდა გაესაუბროს. მას შემდეგ, რაც ლიანა …

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის გამგეობიდან ფეხმძიმე ქალის გათავისუფლებაზე

უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა გულნაზ ღლონტის საქმე. შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გულნაზ ღლონტის გათავისუფლება ხელვაჩაურის გამგებეობიდან უკანონოდ შეფასდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ხელვაჩაურის გამგეობამ სამსახურში უნდა დააბრუნოს და 2015 წლის იანვრიდან აღდგენის დღემდე განაცდურიც გადაუხადოს. 2015 წლის იანვარში გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მანამდე იგი სოფელ განთიადში გამგებლის …

მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე.  შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და …

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა. ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. „მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო …

Exit mobile version