„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

განათლების სამინისტრო პროექტ – „ტელესკოლას“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ითხოვს 2020 წლის ბოლომდე. 2020-2023 წლისთვის კი 3.8 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტელესკოლაზე 404 ათასი ლარი დაიხარჯა. გარდა იმისა, სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად პარლამენტს ცვლილება შეატანინა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“, რის საფუძველზეც სამინისტროს უფლება აქვს …

ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა

13 ივნისიდან  „ტელესკოლას”  ინგლისურის გაკვეთილები დაემატება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით,  ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) ხუთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. გაკვეთილები სერიალის ფორმატისაა და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება. „ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ …

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

განათლების სამინისტრო 199 996 ლარად ყიდულობს პროექტს, რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. სამინისტრო „ტელესკოლის“ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა, მომსახურებას ყიდულობს სასწავლი წლის დასრულების შემდეგ. სამინისტრო შესყიდვის აუცილებლობას ასე ასაბუთებს: „აღნიშნული საკითხი (ანუ „ტელესკოლის“ და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია) წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას… 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება …

რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს? „ტელესკოლა …

Exit mobile version