რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო. ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ …

სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია

16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის. ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა. „იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ …

სახალხო დამცველი გამოცდების ეროვნულ ცენტრს და განათლების სამინისტროს მიუთითებს

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიუთითებს, რომ შშმ პირებისთვის მისადაგებული გარემო შექმნას ეროვნულ გამოცდებზე. 2020 წლის 24 ივლისს სახალხო დამცველს სმენადაქვეითებულმა მოქალაქე გ.გ-მ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი. „საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ …

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა აჭარის მუნიციპალიტეტებში

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის “სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის” ამოქმედებას გეგმავს. პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული, სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები. სოციალური …

Exit mobile version