სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია 

სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია. მაგალითად: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 …

200-ლარიანი დახმარების პროგრამა 6 თვით განახლდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. „რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი …

თვეში 200 ლარს მიიღებს ის, ვინც სამსახური დაკარგა – გახარია

დღეს 24 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც კრიზის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. „რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ …

ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 160 ოჯახი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. დღეს, 27 აპრილს, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები, სოფელ წყავროკასთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. „ჩვენ ძალიან დაბალი კომპენსაცია გადაგვიხადეს, ერთ კვადრატულ მეტრზე 5,6 ლარი, რაც მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, …

ვიცე-პოლკოვნიკი პარლამენტის წინააღმდეგ

ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სახელმწიფო კომპენსაციაა, ანუ „განსხვავებული პენსია“, რომელსაც მოსარჩელე ვერ იღებს. პაატა ბაკურაძე 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის მიმართულებით. ამ უწყების გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი 2011 წელს გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან – ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. პაატა …

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

ლანჩხუთის ყოფილი მოსამართლე მაგული კუნჭულია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაობს. იგი იმ კანონს ასაჩივრებს, რომლითაც ყოფილი მოსამართლისთვის კომპენსაციის მიცემა რეგულირდება პენსიაში გასვლის შემდეგ. მაგული კუნჭულია მოსამართლედ მუშაობდა 1982 წლიდან 2009 წლამდე. ლანჩხუთის სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ იგი რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, უფლებამოსილების ვადა კი, 2013 წელს ამოეწურა. მაგული კუნჭულია 62 წლისაა, ანუ საპენსიო ასაკის მქონე, მაგრამ ვერ …

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახები 3 ათას ლარ დახმარებას მიიღებენ

ხვალ, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოჯახის წევრები, ასევე ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი, დახმარებას მიიღებს – 3 000 ლარის ოდენობით. საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამს მებრძოლს კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭებს -ერთ მებრძოლს პირველი ჯგუფის, ხოლო ორს – მეორე ჯგუფის. აქედან ერთი ქობულეთში ცხოვრობს, ორი კი – ბათუმში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს …

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ. „ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის …

საბჭოთა დეპუტატები კომპენსაციას ითხოვენ

სახელმწიფო კომპენსაციის ანუ განსხვავებული პენსიის მიღებას ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები ითხოვენ, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ არჩევით ორგანოში. „ეს ორგანო ასრულებდა საკანონმდებლო საქმიანობას. ამ ადამიანებს აქვთ შესრულებული ისტორიული მისია. მათ მოამზადეს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები”, – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას იურისტმა, ლია მუხაშავრიამ. ლია მუხაშავრია 52 მოსარჩელის …

Exit mobile version