„კატეგორიულად მიუღებელია“ – სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე

„კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში მოთავსების ვიდეოჩანაწერზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 11 ნოემბერს, გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია …

იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი. ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს …

ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ. „სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა …

 პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“

„…არ გამოუკითხავთ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, ანუ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ლაშა მ. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ნაცემი მოქალაქის ინტერესებს იცავს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა საქმეზე, სადაც პოლიციელების სავარაუდო პასუხისმგებლობა შესაძლოა დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს პოლიციელები არც კი გამოუკითხავს, ინსპექტორი …

ვიდეოკამერის ჩანაწერი არსებობს – პოლიციელების მიერ მოქალაქის სავარაუდო ცემის საქმე

„ეს შემთხვევა სადაც მოხდა, იქ არის განთავსებული სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერები. ამ ჩანაწერებს გამოძიება სასამართლოს განჩინებით ამოიღებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში 2 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე – მოქალაქის თქმით,  კომენდანტის საათის დროს მას პოლიციელებმა სცემეს და იარაღით დაემუქრნენ. მოქალაქემ  პოლიციელებთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ 3 აპრილს „ბათუმელებთან“ ისაუბრა. 4 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის …

Exit mobile version