„კომპანია გავაფრთხილეთ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“ – მერია

ბათუმში, „პორტა თაუერზე“ სარეკლამო განცხადება კანონდარღვევით, მხოლოდ რუსულად და ინგლისურადაა განთავსებული. დარღვევის ამსახველი ფოტო „ბათუმელებმა“ 29 მარტს გამოაქვეყნა. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში …

რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს? „ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ …

რესტორნის ქვითარი რუსულ ენაზე ბათუმში – ირღვევა თუ არა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ბათუმში მდებარე რესტორნის – „შეფპოინტის“ მიერ გაცემული ქვითრის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქვითარზე მხოლოდ რუსულ ენაზეა დატანილი ინფორმაცია. კანონის თანახმად, ნებისმიერი საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ტექსტი, ასევე ნებისმიერი ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი, აბრა, აფიშა, განცხადება თუ შეტყობინება ქართულ ენაზე უნდა იყოს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტის, ქეთი მჭედლიშვილის განმარტებით, ქვითრების მხოლოდ უცხო ენაზე …

რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს. როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე. მისი …

Exit mobile version