განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 758 840 ლარით გაზარდა და მთლიანი ბიუჯეტი ახლა 45 მილიონ 658 840 ათასი ლარია. თუმცა ამ გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სამინისტრო ამბობს, რომ 15 სექტემბრისთვის, ანუ ახალი სასწავლო წლისთვის ფორმებით მხოლოდ პირველკლასელების უზრუნველყოფას შეძლებენ. II-VI კლასების ჩათვლით მოსწავლეებს კი, სასკოლო ფორმებს „ეტაპობრივად მიაწვდიან“. „იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე – …
Tag Archives: სახელმწიფო დაფინანსება
კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“. სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონის გამოყოფის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 მაისს მოაწერა. მთავრობის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის პირველი ივნისიდან მიიღებს „მასშტაბურ …
Continue reading “კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან”
NGO-ები, რომლებსაც „ოცნება“ 1.6 მლნ ლარს ბიუჯეტიდან უხდის – „არ ვთვლი, რომ ქვეყანაში რეპრესიებია“
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც გრანტის სახით, 1 657 775 ლარი უნდა გადასცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თითოეული ორგანიზაცია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ შეარჩია, 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. ვინ არიან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების სახელით შეარჩია და დააჯილდოვა? – „ბათუმელები“ გამარჯვებული ორგანიზაციების ნაწილს ესაუბრა. ნაწილთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, …
„კიბო არ ითმენს“ – ონკოპაციენტები მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას ითხოვენ [პეტიცია]
ონკოპაციენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია – „ევროპა დონა ჯორჯია“ პეტიციას ავრცელებს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ონკოპაციენტთა მკურნალობა სახელმწიფომ 100 პროცენტით დააფინანსოს. „ბათუმელები“ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა მაზანიშვილის ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან. „ჩვენ, ონკოპაციენტები, ისედაც მძიმე და რთულ გზას გავდივართ, როცა კოვიდ 19-ის გამო ჩაიკეტა ქალაქები, დაიხურა …
აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან. დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში. ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, …
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი
სახელმწიფო რვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ ფაკულტეტებს დააფინანსებს. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა მიმართულება დაფინანსდება. აქედან ყველაზე მეტი – 200 ადგილი გამოყოფილია ქართული ფილოლოგიისთვის და 400 ადგილი ეკონომიკისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 25 მიმართულებას დააფინანსებს. ყველაზე მეტი – 400 ადგილი გამოყოფილია მშენებლობის მიმართულებით, მეორე ადგილზეა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია 13 …
Continue reading “სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი”